სარედაქციო კოლეგია არ განიხილავს ნაშრომს, რომელიც არ იქნება გაფორმებული „სტატიის გაფორმების წესის“ შესაბამისად.
აუცილებელია, სტატიის მთელ ტექსტში ერთიანი ტერმინოლოგიის დაცვა.
შენიშვნა: სტატიის ტექსტის მოცულობაში არ შედის აბსტრაქტები, ბიბლიოგრაფია და “Reference”.
საკვანძო სიტყვები – სტატიის ტექსტის სიტყვები, რომელთაც მოცემულ ტექსტში არსებითი ხასიათის აზრობრივი დატვირთვა აქვთ და შესაბამისი ინფორმაციის მოძებნის გასაღებს წარმოადგენენ.
დასკვნა უნდა გამომდინარეობდეს ტექსტის ძირითადი შინაარსიდან. დასკვნაში წყაროები არ მიეთითება.
აბსტრაქტი:
როგორც ქართულ ენაზე შედგენილი, ასევე, ინგლისურ ენაზე შედგენილი აბსტრაქტი არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას.
უცხოელ ავტორებს არ ევალებათ ქართულენოვანი აბსტრაქტის გამოგზავნა.
აბსტრაქტი უნდა შეიცავდეს სტატიის შინაარსის შემდეგ ასპექტებს:
სტატიის შიგნით ტექსტის ციტირებისას ის უნდა გამოიყოს ძირითადი ტექსტიდან დახრილი შრიფტით (იტალიკით);
თუ ავტორის მიერ ციტირებულ ტექსტში ხაზია გასმული რაიმე ნაწილის ფორმატირების შეცვლით, ციტატის დასრულების შემდეგ კვადარტულ ფრჩხილში იწერება: [ხაზგასმა ავტორისაა].
თუ ავტორი ციტირებულ ტექსტში შლის რაიმე ნაწილს, წაშლილ ადგილზე კვადრატულ ფრხილებში იწერება სამიწერტილი: „ააა […] ააა“.
სქოლიო – სტატიის ტექსტში ციტირებული და პერიფრაზებული წყარო (ლიტერატურა, ნორმატიული მასალა, სასამართლო პრაქტიკა), ასევე, ავტორისეული შენიშვნები (განმარტებები).
სქოლიო თავსდება სტატიის ტექსტში გვერდების ბოლოს და ინომრება ციფრებით, ხოლო ავტორისეული შენიშვნები (განმარტებები) – ფიფქით * და შესაბამისად, ის არ ინომრება.
თუ სტატიის ტექსტში , ერთი და იმავე გვერდზე, ერთმანეთის მიყოლებით მითითებულია მეორედ ან მეტჯერ სქოლიოში ერთი წყარო, ამ წყაროს მონაცემები ხელახლა აღარ მიეთითება და იწერება მხოლოდ მითითება – იქვე (უცხოენოვან წყაროზეც ქართულად სიტყვით) და კონკრეტული გვერდი.
ნიმუში: 1. რაინჰოლდ, ც., 2006. იურიდიული მეთოდების მოძღვრება. მეათე გადამუშავებული გამოცემა. მიუნხენი: ბეკის გამომცემლობა, გვ.11.
2. იქვე. გვ. 32.
ქართულ ენოვანი სტატიის სქოლიოში სიტყვა „იქვე“ და “გვ.” მიეთითითება ქართულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ენაზეა გამოქვეყნებული წყარო. უცხოენოვან სტატიაში მსგავსი სიტყვები მიეთითება სტატიის ენაზევე.
იმავდროულად წყაროს მითითება და შენიშვნები (განმარტებები) ერთ სქოლიოში
თუ ერთი კონკრეტული სქოლიო მოიცავს ერთდროულად მითითებას წყაროზე და შენიშვნას (განმარტებას), პირველ რიგში უნდა ჩაისვას მითითებული წყარო, შემდეგ კი ცალკე წინადადებაში ავტორისეული შენიშვნა (გამარტება). ამ შემთხვევაში ინომრება მხოლოდ სქოლიოში მითითებული ლიტერატურა, ხოლო შენიშვნის ფიფქით აღნიშვნა აღარ მოხდება.
თუ ავტორი სქოლიოში უთითებს ციტირებულ ან პერიფრაზირებულ წყაროს და სქოლიოშივე ამ წყაროს შემდეგ მაგალითისთვის უთითებს რაიმე წყაროს, რომელიც ტექსტში არაა ციტირებული ან/და პერეფრაზირებული, ასეთი წყარო არ ინომრება.
ნიმუში: ლილუაშვილი, თ., 2005. სამოქალაქო საპროცესო სამართალი. თბილისი: ჯისიაი, გვ. 123. თანამონაწილეობის შესახებ უფრო ვრცლად ასევე იხ. ქურდაძე, შ. და ხუნაშვილი, ნ., 2015. სამოქალაქო საპროცესო სამართალი. თბილისი: მერიდიანი, გვ. 155.
აღნიშნულ სიტუაციაში, რეფერენსი (“Reference”) – ის (სქოლიო ლათინური ალფავიტით) ჩამონათვალში უნდა განთავსდეს იმავე ნუმერაციით მხოლოდ ლილუაშვილი, თ. – ს ავტორობით გამოცემული მითითებული წიგნი, ხოლო ქურდაძეს, შ.- ს და ხუნაშვილი, ნ.- ს, თანავტორობით გამოცემლი წიგნი არ გადავა “Reference” – ში, ვინაიდან ის სტატიის ტექსტში არ არის ციტირებული და პარაფრაზირებული.
სქოლიო უნდა გაფორმდეს Harvard – Anglia 2008 სტანდარტის შესაბამისად.
წიგნი ერთი ავტორით
ავტორის გვარი, სახელის ინიციალი, გამოცემის წელი. წიგნის სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობის სახელწოდება, გვერდის ნომერი.
ნიმუში: რაინჰოლდ, ც., 2006. იურიდიული მეთოდების მოძღვრება. მეათე გადამუშავებული გამოცემა. მიუნხენი: ბეკის გამომცემლობა, გვ. 11-12.
წიგნი ორი ავტორით
ავტორის გვარი, სახელის ინიციალი. და ავტორის გვარი, სახელის ინიციალი., გამოცემის წელი. წიგნის სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობის სახელწოდება, გვერდის ნომერი.
ნიმუში: ღლონტი, გ. და ღლონტი, ა., 2017. სამეცნიერო კვლევის მეთოდები. თბილისი: მერიდიანი, გვ. 27.
წიგნი ოთხი ავტორით
ავტორის გვარი, სახელის ინიციალი., ავტორის გვარი, სახელის ინიციალი., ავტორის გვარი, სახელის ინიციალი., და ავტორის გვარი, სახელის ინიციალი., გამოცემის წელი. სტატიის სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობის სახელწოდება, გვერდის ნომერი.
ნიმუში: ლილუაშვილი, თ., ლილუაშვილი, გ., ხრუსტალი, ვ. და ძლიერიშვილი, ზ., 2014. სამოქალაქო საპროცესო სამართალი. I ნაწილი. თბილისი: სამართალი, გვ. 25.
წიგნი ოთხზე მეტი ავტორით
ავტორის გვარი, სახელის ინიციალი. და სხვები, გამოცემის წელი. სტატიის სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობის სახელწოდება, გვერდის ნომერი.
ნიმუში: აქუბარდია, ი. და სხვები, 2008. სისხლის სამართლის პროცესი. თბილისი: სამართალი, გვ. 31.
ჟურნალი
ჟურნალის სტატიის მითითების შემთხვევაშიც ავტორების ინიციალები ფორმდება იმავე წესით, თუმცა, მას ემატება ჟურნალის სახელი და გამოცემის ნომერი.
ნიმუში: დავითაშვილი, ბ., მანჯავიძე, ლ. და ბერიძე, გ., 2015. სამართლის პრობლემები. სამართლის მაცნე, 1 (2), გვ. 21-22.
ლიტერატურა ავტორის ან/და რედაქტორის გარეშე
ლიტერატურა, რომელშიც არ არის მითითებული ავტორი ან რედაქტორი, სქოლიოში და გამოყენებულ ლიტერატურაში მიეთითება მისი სათაური და შემდეგ სხვა აუცილებელი მონაცემები.
ნიმუში: ქართული სამართლის ევოლუცია. 2009. თბილისი: დანი, გვ. 39.
ლიტერატურა, რომელსაც არ ჰყავს ავტორი და ჰყავს რედაქტორი
თუ მითითებულ ლიტერატურას ავტორის მაგივრად ჰყავს რედაქტორი, მიეთითება რედაქტორი. რედაქტორის ინიციალების შემდეგ უნდა მიეთითოს აბრევიატურა „რედ.“ (მრავლობითში „რედ.-ები“).
ნიმუში: დოლიძე, ი., „რედ.“, 1965. ქართული სამართლის ძეგლები. ტომი II, საერო საკანონმდებლო ძეგლები (X-XIX სს.). თბილისი: მეცნიერება. გვ. 48.
ლიტერატურის მითითება მთარგმნელის მიხედვით
თუ ლიტერატურა მიეთითება მთარგმნელის მიხედვით, მაშინ ავტორის მაგივრად უნდა დაიწეროს მთარგმნელის ინიციალები და შემდეგ სიტყვა „მთარგმნ.“ (მრავლობითში „მთარგმნ.- ები“,).
ნიმუში: მჭედლიშვილი–ჰედრიხი, ქ., „მთარგმნ.“, 2020. შესავალი მედიცინის სისხლის სამართალში. თბილისი: იურისტების სამყარო, გვ. 45.
ლიტერატურის მითითება ორგანიზაციის მიხედვით
თუ პუბლიკაციის სატიტულო გვერდზე არ არის ავტორი ან/და რედაქტორი და იგი გამოცემულია ორგანიზაციის მიერ, მაშინ ავტორად უნდა მიეთითოს ორგანიზაცია. გამომცემელში არ იგულისხმება სტამბა ან რომელიმე გამომცემლობა.
ინტერნეტში განთავსებული წიგნი
ავტორის გვარი, სახელის ინიციალი., გამოცემის წელი. წიგნის სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა, გვერდის ნომერი. [ინტერნეტი] ხელმისაწვდომია: ინტერნეტ მისამართი [წვდომის თარიღი 10 აპრილი 2020].
ნიმუში: ციპელიუსი რ., 2006. იურიდიული მეთოდების მოძღვრება. მეათე გადამუშავებული გამოცემა. მიუნხენი: ბეკის გამომცემლობა, გვ.29. [ინტერნეტი] ხელმისაწვდომია: <http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/187916/1/Iuridiuli_Metodebis_Modzgvreba.pdf> [წვდომის თარიღი 10 აპრილი 2020].
ინტერნეტ რესურსის ბოლოს წერტილი არ იწერება.
იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტში გამოქვეყნებული ლიტერატურა არ შეიცავენ გვერდების ნუმერაციას, მაშინ წვდომის თარიღთან ერთად უნდა დაერთოს აღწერა, მაგალითად, „შესავალში“ და სხვა..
ინტერნეტ რესურსების მითითება
ინტერნეტ რესურსს წინ ერთვის სიტყვა ხელმისაწვდომია, ხოლო, ინტერნეტრესურსის შემდეგ უნდა მიეთითოს ამ რესურსზე წვდომის ბოლო თარიღი.
ნიმუში: Lebanidze, B., 2016. Georgia’s Democratic Dilemma. [ინტერნეტი] ხელმისაწვდომია: <http://gip.ge/georgias-democratic-dilemma/ >[წვდომის თარიღი 10 აპრილი 2020 ]. სიტყვები წვდომის თარიღი და ხელმისაწვდომია უცხოენოვან ლიტერატურაშიც მიეთითება ქართულად.
ქართულენოვანი სტატიის სქოლიოში უცხოენოვან წყაროში იგივე სიტყვები მიეთითითება ქართულად, მაგალითად, ინგლისურენოვან სტატიაში ინგლისურ ენაზე გამოცემულ წყაროში მიეთითება სიტყვები [ინტერნეტი] ხელმისაწვდომია: [წვდომის თარიღი 10 აპრილი 2020 ].
ნიმუში: Pletcher, K., 2019. Aung San Suu Kyi. გვ. 10. [ინტერნეტი] ხელმისაწვდომია: <//www. britannica.com/biography/Aung-San-Suu-Kyi >[წვდომის თარიღი 10 აპრილი 2020 ].
უცხოენოვან სტატიაში მსგავსი სიტყვები მიეთითება სტატიის ენაზევე.
ნორმატიული მასალა სქოლიოში
სქოლიოში ნორმატიული მასალა მიეთითება მისი ციტირებისას ან/და პერიფრაზისას, იმ შემთხვევაში, თუ ავტორი სტატიაში იყენებს ზოგადად ნორმატიული აქტის დებულებებს და შინაარსს, მაშინ იგი განლაგდება ბიბლიოგრაფიაში გამოყენებული ლიტერატურის შემდეგ ნორმატიული მასალის ჩამონათვალში.
ნორმატიული მასალა სქოლიოში უნდა განლაგდეს შემდეგი სახით:
დოკუმენტის სახე (კანონი და სხვ.) სათაური, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი, რესურსის დასახელება, სადაც მოიძია დოკუმენტი და ამ რესურსის გამოცემის წელი, ადგილი.
ნიმუში: მუხლი 15, საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. პარლამენტის უწყებანი, 26/06/1997, # 786.
თუ ეს მასალა მოძიებულია ინტერნეტ სივრცეში, მაგალითად საკანონმდებლო მაცნეს ვებვგერდზე, მაშინ მიეთითება მხოლოდ საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდის ინტერნეტ მისამართი სრულად და აღარ მიეთითება, არც აქტის მიღების თარიღი და არც სხვა რაიმე რეკვიზიტი.
ნიმუში: საქართველოს კონსტიტუცია. [ინტერნეტი] ხელმისაწვდომია: <https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=35> [წვდომის თარიღი 25 მაისი 2020].
სასამართლო პრაქტიკა
გაფორმების ნიმუშები:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №ას-73-2020).
იგივე გადაწყვეტილება განთავსებული ინტერნეტში:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №ას-73-2020). [ინტერნეტი] ხელმისაწვდომია: <http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx> [წვდომის თარიღი 25 მაისი 2020].
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება (საქმე №1/3/547).
ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე დადიანის საქართველოს წინააღმდეგ, 12/07/2012, განაცხადი 8252/08.
ბიბლიოგრაფიის სტრუქტურა:
ბიბლიოგრაფია უნდა განთავსდეს სტატიის ტექსტის შემდეგ.
ბიბლიოგრაფია არის იმ წყაროების სია, რომელსაც ავტორი სტატიაში იყენებს ან ეყრდნობა მას ციტირებისა და პერეფრაზის გარეშე.
ბიბლიოგრაფიის გაფორმების სტილი
ბიბლიოგრაფიაში წყაროები ფორმდება იმავე სტილით, როგორც სქოლიოში მითითებული წყაროები, მაგრამ გვერდების მითითების გარეშე.
სტატიაში ციტირებული ან/და პერეფრაზირებული წყარო, რომელიც მითითებულია სქოლიოში ტექსტში გვერდის ბოლოს, განმეორებით აღარ განთავსდება ბიბლიოგრაფიაში.
მაგალითად, თუ, სტატიაში ციტირებული ან პერეფრაზირებულია მაგალითად ი. ჯავახიშვილის წიგნი ქართველი ერის ისტორია, ტ. I. იგი თავსდება ტექსტშივე, შესაბამისი გვერდის ბოლოს, სქოლიოში. ასეთ შემთხვევაში, იგივე წიგნი აღარ განთავსდება სტატიის ბოლოს ბიბლიოგრაფიიაში, მაგრამ თუკი ავტორი სტატიაზე მუშაობისას ი. ჯავახიშვილის ამავე წიგნის ციტირების გარდა, ასევე, ამ წიგნის შინაარსს იყენებს სტატიის სხვა ადგილებში, ასეთ დროს იგივე წიგნი, ასევე, მიეთითება ბიბლიოგრაფიაში.
ბიბლიოგრაფიაში წყაროები ფორმდება იმავე წესით როგორც ტექსტში გვერდების დაბლა სქოლიოში, თუმცა კონკრეტული გვერდების მითითების გარეშე. აქაც უცხოენოვან წყაროში სიტყვები გვ. და იქვე. იწერება ქართულად, ასევე უცხოენოვან წყაროში ინტერნეტ გვერდის მითითებისას ქართულად მიეთითითება [ინტერნეტი], ხელმისაწვდომია: [წვდომის თარიღი 10 აპრილი 2020 ].
მაგალითად: Pletcher, K., 2019. Aung San Suu Kyi. [ინტერნეტი] ხელმისაწვდომია: <//www. britannica.com/biography/Aung-San-Suu-Kyi> [წვდომის თარიღი 10 აპრილი 2020].
ბიბლიოგრაფიაში, გამოყენებული ლიტერატურის თანმიმდევრობა
გამოყენებულ ლიტერატურაში გამოცემები უნდა განლაგდეს ანბანური თანმიმდევრობით, ავტორების გვარების მიხედვით.
თუ წყაროს არ ჰყავს არც ავტორი და არც რედაქტორი, მაშინ ის განლაგდება სათაურის მიხედვით.
თავდაპირველად თავსდება ქართულ ენაზე გამოცემული ლიტერატურა, შემდეგ ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ბოლოს რუსულ ენაზე გამოცემული.
ნორმატიული მასალა
ბიბლიოგრაფიაში ჩამოთვლილი გამოყენებული ლიტერატურის შემდეგ, ასეთის არსებობისას, უნდა განლაგდეს ნორმატიული მასალა.
ბიბლიოგრაფიაში კონკრეტული ნორმატიული მასალა მიეთითება მხოლოდ მაშინ, თუკი ავტორი ციტირების ან/და პარაფრაზის გარეშე სტატიაში მოიხმობს და იყენებს ამ მასალას. ციტირებული და პერიფრაზირებული ნორმატიული მასალა, კი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მიეთითება მხოლოდ სქოლიოში.
თუ სტატიის ტექსტში ციტირებულია ან/და პარაფრაზირებულია სხვადასხვა გვერდზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 27-ე და 30 -ე მუხლები, ისინი მიეთითება მხოლოდ სტატიის ტექსტის შიგნით სქოლიოში და აღარ თავსდება დამატებით ბიბლიოგრაფიაში არსებულ ნორმატიულ მასალაში.
მაგრამ, თუ იგივე სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ასევე, გამოყენებულია ავტორის მიერ სტატიაში ციტირების ან/და პერეფრაზის გარეშეც, მაშინ, ის თავსდება , ასევე, ნორმატიულ მასალაში.
ნორმატიული მასალა ფორმდება ისე, როგორც სქოლიოში, თუმცა კონკრეტული მუხლის მითითების გარეშე.
ნორმატიული მასალა თავსდება იერარქიის მიხედვით, ზევიდან ქვევით. ასეთივე თანმიმდევრობით თავსდება უცხო ქვეყნების ნორმატიული მასალა. პირველად თავსდება ქართული ნორმატიული მასალა, ხოლო, შემდეგ უცხოური.
სასამართლო პრაქტიკა
ბიბლიოგრაფიაში ნორმატიული მასალის შემდეგ, ასეთის არსებობისას, უნდა განთავსდეს სასამართლო პრაქტიკა.
სასამართლო პრაქტიკა უნდა განთავსდეს შემდეგი თანმიმდევრობით: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს, პირველი ინსტანციის, ევროპის სასამართლოს და შემდეგ უცხო ქვეყნების სასამართლოს გადაწყვეტილებები იმავე თანმიმდევრობით როგორც საქართველოს სასამართლოების.
ამ ნაწილში განმეორებით თავსდება სტატიის შემდეგ განთავსებული ბიბლიოგრაფიის წყაროები, ნათარგმნი ინგლისურ ენაზე. ინგლისურად არ ითარგმნება და გამოცემის ენაზე თავსდება მხოლოდ გერმანულ და ფრანგულ ენებზე გამოქვეყნებული წყაროები.
ბიბლიოგრაფიაში ლათინური ალფავიტით წყაროები მიეთითება იმავე თანმიმდევრობით, როგორც სტატიის შემდეგ განთავსებულ ბიბლიოგრაფიაში.
ბიბლიოგრაფიაში ყოველი წყაროს შემდეგ ფრჩხილებში მიეთითება ლიტერატურის გამოცემის ენა, მაგ. ქართულ ენაზე გამოცემულს (in Georgian), რუსულ ენაზე (in Russian ), გერმანულ ენაზე (in Germany), ინგლისურ ენაზე (in English) და სხვა… ფრჩხილის შემდეგ წერტილი არ იწერება.
სტატიის ტექსტში, გვერდების ბოლოს, განთავსებული სქოლიო–ციტირებული ან/და პერიფრაზირებული ლიტერატურა (გარდა ფიფქით აღნიშნული შენიშვნებისა) ითარგმნება სრულად ინგლისურ ენაზე იმავე თანმიმდევრობითა და ნუმერაციით როგორც ტექსტში, დამატებით თავსდება, ასევე, სტატიის ძირითადი ტექსტის შემდეგ. ინგლისურად არ ითარგმნება და გამოცემის ენაზევე თავსდება მხოლოდ გერმანულ და ფრანგულ ენებზე გამოქვეყნებული წყაროები.
შესაბამისად ასევე ინგლისურ ენაზე ითარგმნება სიტყვები გვ. და იქვე. ასევე ხელმისაწვდომია და წვდომის თარიღი.
მაგალითად:
Mills, A., 2008. The Dimensions of Public Policy in Private International Law. p. 2. (in English) [Online] Available at: <https://www.researchgate.net> [Accessed 30 november 2020].
ყოველი წყაროს შემდეგ, ფრჩხილებში მიეთითება წყაროს გამოცემის ენა, იმავე წესით როგორც ბიბლიოგრაფიაში ლათინური ალფავიტით მაგალითად (in Georgian), (in Russian ), (in Germany), ან (in English).
დანართი
„ტექინფორმი“-ს რეკომენდაციები აბსტრაქტის შედგენისას
თავდაპირველად გადმოცემული უნდა იყოს სამუშაოს შედეგები და დასკვნები.
სამუშაოს საგანი, თემა, მიზანი გადმოიცემა იმ შემთხვევაში, როცა ის არ ჩანს სტატიის სათაურში.
სამუშაოს ჩატარების მეთოდი ან მეთოდოლოგია აღწერილი უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოირჩევა სიახლით, ან საინტერესოა ამ სამუშაოში გამოყენების თვალსაზრისით.
სტატიის სათაურში მოცემული ფრაზები არ უნდა განმეორდეს აბსტრაქტის ტექსტში.
უნდა შევეცადოთ არ გამოვიყენოთ ჩართული სიტყვები (მაგალითად, „სტატიის ავტორი განიხილავს…“). ადრე გამოქვეყნებული სამუშაოების აღწერა ან საყოველთაოდ ცნობილი დებულებები აბსტრაქტში არ უნდა მოხვდეს.
აბსტრაქტის ტექსტი უნდა შეესაბამებოდეს სამეცნიერო და ტექნიკური დოკუმენტების ენას, არ უნდა გამოვიყენოთ კალკი, საჭიროა დაცული იყოს ერთიანი ტერმინოლოგია მთელ ტექსტში.
ფიზიკური სიდიდეების ერთეულები მოცემული უნდა იყოს საერთაშორისო სისტემების შესაბამისად.
ცხრილები, ფორმულები, ნახაზები, სურათები, სქემები, დიაგრამები აბსტრაქტში გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, როცა ისინი ასახავენ დოკუმენტის ძირითად შინაარსს და საშუალებას იძლევიან შემცირდეს აბსტრაქტის მოცულობა.