გაიმართა სამეცნიერო დისკუსია “აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში

გაიმართა სამეცნიერო დისკუსია “აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში

2021 წლის 18 ნოემბერს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “სამართლის მაცნეს“ და „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და თანაორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია “აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში.
ღონისძიებაზე მოხსენებებით წარსდგნენ:
პროფესორი გუსტავო ბალმასედა ჰოიოს ჩილედან და კახა წიქარიშვილი.
პროფესორი გუსტავო ბალმასედა ჰოიოსი გახლავთ სამართლის დოქტორი (ესპანეთი), პროფესორი, სისხლის სამართალში, ჩილეს სამართლის შემსწავლელთა ცენტრის აკადემიური დირექტორი, ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 40 მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
კახა წიქარიშვილი გახლავთ სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი.
დისკუსიაზე მონაწილებდნენ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ადვოკატები, მოსამართლე და იურისტები.
დისკუსია გაიმართა საპილოტე პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.
დისკუსიის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდზე.
დისკუსია გაიმართა ზუმის პლატფორმით.
დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზეც: