ციფრული კორპორაციული მართვა: განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია და ხელოვნური ინტელექტი, როგორც პროცესის დიგიტალიზაციის ძირითადი ფაქტორები

აბსტრაქტი :

სტატიაში შედარებითი, თვისობრივი და შინაარსობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით განხილულია კორპორაციული მართვის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირების საკითხი.

თანამედროვე პირობებში გლობალური ციფრული ტრანსფორმაცია ყოველდღიური ცხოვრების მრავალ ასპექტზე ახდენს ზეგავლენას. აღნიშნული თვალსაზრისით გამონაკლისს არც კორპორაციები წარმოადგენენ. მაგალითად: გლობალური ქსელის ფართო განვითარება, ახალი სოციალური პლატფორმების დანერგვა, ჭკვიანი ელექტრონული მოწყობილობები, კრიპტოვალუტა, დეცენტრალიზაციისა და ავტომატიზირების კორპორაციული ტექნოლოგიები, ე.წ. „ღრუბლის სერვერებზე“ ალგორითმების გამოყენებით ინფორმაციის დამუშავება-შენახვის შესაძლებლობები და ა.შ. სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს კორპორაციათა მენეჯმენტს.

როგორ ზეგავლენას ახდენს ციფრული ტრანსფორმაცია კომპანიებზე? კერძოდ, მიმდინარე და მოსალოდნელმა ცვლილებებმა ტექნიკურ სფეროებში და მათი გამოხატულების ისეთმა კონკრეტულმა ფორმებმა, როგორებიცაა: განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია და ხელოვნური ინტელექტი, რა სარგებლობა შეიძლება მოუტანოს კორპორაციულ მართვას?

სტატიის მიზანია განიხილოს აღნიშნული საკითხები და დაასკვნას, რომ თანამედროვე კორპორაციული მართვის მიღწევები ადაპტირებული უნდა იყოს ტექნოლოგიურ პროგრესთან.

საკვანძო სიტყვები :

ბლოკჩეინი, ალგორითმი, ინტეგრაცია

სრული PDF:

PDF