გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია “თანამონაწილეობის საკვანძო ასპექტები საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სისხლის სამართალში (ჩილეს მაგალითზე)“

გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია “თანამონაწილეობის საკვანძო ასპექტები საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სისხლის სამართალში (ჩილეს მაგალითზე)“

2020  წლის  4 დეკემბერს სამართლის მეცნიერთა კავშირი და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი სამართლის მაცნეს“ ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე თანამონაწილეობის საკვანძო ასპექტები საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სისხლის სამართალში (ჩილეს მაგალითზე).

შეხვედრაზე ერთ საათიანი მოხსენებით წარსდგა პროფესორი  გუსტავო ბალმასედა ჰოიოსი ჩილედან.

ბატონი გუსტავო ბალსამედა გახლავთ სალამანკას უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი (ესპანეთი), სისხლის სამართალში, ჩილეს სამართლის შემსწავლელთა ცენტრის აკადემიური დირექტორი, ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, 40 მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ჩილედან ფინეს ტერას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და პროფესორი, სამართლის დოქტორი, ალეხანდრო ლეივა ლოპესი, ადვოკატი მაზიელ გალვესი, ლეონდო ოლივარესი და როზა ჩიპოკო, ასევე ქართული სამეცნიერო წრეების, უნივერსიტეტების, სასამართლო და აღმსარულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადვოკატები და სტუდენტები.

ესპანურიდან თარგმანი უზრუნველყო სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრმა, პროფესორმა კახა წიქარიშვილმა.

დისკუსიის სრული ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: