საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა

ვულოცავ ქართულ იურიდიულ საზოგადოებას ახალი სამეცნიერო ჟურნალის – „სამართლის მაცნეს“ გამოცემას.

მიმაჩნია, რომ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ ბაზაზე არსებული საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალი, უდავოდ, დიდ წვლილს შეიტანს ქართული სამართლის განვითარებაში. „სამართლის მაცნეს“ აკისრია მისია, იყოს ერთგვარი ფორუმი, რომელიც გააერთიანებს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სამართლის ექსპერტებს, შექმნის სივრცეს მათი მეცნიერული ნააზრევის პრეზენტაციისა და საჯარო დისკუსიისათვის. ვფიქრობ, რომ „სამართლის მაცნეს“ გამოცემა იქნება მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც განაპირობებს სამართლის დარგში ინოვაციური სამეცნიერო იდეების წარმოჩენასა და გააზრებას, ასევე, ხელს შეუწყობს ქართულ სამართალში თანამედროვე საერთაშორისო მიღწევების დანერგვას.

ჟურნალის გამოცემა, წაახალისებს და განავითარებს კრიტიკულ აზროვნებასა და დისკუსიის კულტურას საქართველოში, მკაფიოდ წარმოაჩენს სამართლის სფეროში სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევების მნიშვნელობას. ვუსურვებ, ჟურნალის რედაქციას წარმატებულ საქმიანობას, რათა „სამართლის მაცნემ“ მოიპოვოს საერთაშორისო აღიარება და დაიმკვიდროს ადგილი სხვა მნიშვნელოვან იურიდიულ გამოცემათა შორის.

სამართლის დოქტორი, პროფესორი,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

მერაბ ტურავა