სტატიების კონკურსი
სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ აცხადებს სტატიების კონკურსს ჟურნალის მეორე (დეკემბრის) ნომრისთვის.
ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით და ქვეყნდება ვებგვერდზე: www.heraldoflaw.com
„სამართლის მაცნე“ გახლავთ „სამართლის მეცნიერთა კავშირი“ ს პერიოდული გამოცემა.
კონკურსის თემატიკა
ჟურნალში გამოქვეყნებისთვის, კონკურსზე მიიღება სამეცნიერო სტატიები, აქტუალურ საკითხებზე, სამართლის, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მართვის თემაზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.
ავტორები
ჟურნალში გამოქვეყნებისთვის გამოცხადებულ კონკურსში, მიიღება სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერების/მკვლევარების და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები.
გამონაკლის შემთხვევებში, კონკურსში მიიღება სხვა დარგის ავტორების სამეცნიერო სტატიები, ჟურნალის თემატიკაზე, მათი აქტუალობის, მნიშვნელობის და განსაკუთრებული სამეცნიერო ღირებულებების გათვალისწინებით.
სტატიების ენა
კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილ იქნას სამეცნიერო სტატიები ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე (ინგლისურენოვან აბსტრაქტთან ერთად).
სტატიების წარმოდგენის ვადა
სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 ოქტომბერი.
საავტორო უფლებები
ჟურნალი იცავს შემოსულ და გამოქვეყნებულ მასალებზე მატერიალურ, თუ არამატერიალურ საავტორო უფლებებს. ავტორი ვალდებულია სტატიის გამოქვეყნებამდე ნაშრომზე განსაკუთრებული უფლება გადასცეს რედაქციას, რედაქციის მიერ სტატიის გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რაც უნდა დაადასტუროს შესაბამის განცხადებაზე ხელმოწერით ან/და რედაქციის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ლიცენზიის გადაცემით.
სტატიების მიღების წესი
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ სტატიები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@heraldoflaw.com.
სტატიის ატვირთვა და ჟურნალის ელ.ფოსტაზე გამოგზავნა შესაძლებელია ასევე ჟურნალის ვებგვერდზე.
ავტორი სტატიასთან ერთად, ასევე, აგზავნის მის შესახებ მოკლე ინფორმაციას და საკონტაქტო მონაცემებს, რომელიც შეინახება რედაქციის არქივში.
სტატია გამოგზავნილი უნდა იყოს დადგენილი სტატიების გაფორმების წესის შესაბამისად.
რედაქცია ამოწმებს წარდგენილი ნაშრომის შესაბამისობას, სტატიების გაფორმების დადგენილ წესთან.
რედაქცია არ მიიღებს და არ განიხილავს სტატიას, რომელიც არ იქნება ამ წესის დაცვით შესრულებული და რომელიც არ შეესაბამება სტატიების პუბლიკაციის ეთიკის სტანდარტებს. რედაქტორს, ასეთ შემთხვევაში, თუ საჭიროდ და შესაძლებლად ჩათვლის რეცენზენტებთან გაგზავნამდე, შეუძლია ავტორს მისცეს რეკომენდაციები და შესთავაზოს სტატიის გაფორმება დადგენილი წესის შესაბამისად, რისთვისაც მას განუსაზღვრავს დროს. ავტორის მიერ რედაქციის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინების შემთხვევაში, სტატია მიიღება განსახილველად.
სტატიის ჟურნალის რედაქციაში გამოგზავნით, ავტორი ადასტურებს, რომ ის გაცნობილია და ეთანხმება ჟურნალის სტატიების პუბლიკაციის ეთიკას, კონცეფციას, კონკურსის ჩატარების და სტატიების გაფორმების წესს.
ავტორმა, ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებამდე, საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში, დროულად უნდა აცნობოს მისი ახალი საკონტაქტო ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი შეტყობინება გაიგზავნება თავდაპირველ ელექტრონულ მისამართზე ან მის საკონტაქტო ტელეფონზე და ჩაითვლება ჩაბარებულად.
რედაქციის პასუხისმგებელი თანამშრომელი თავად დაუკავშირდება სტატიის ავტორს (რამდენიმე ავტორის მიერ წარმოდგენილი სტატიის შეთხვევაში კი ერთ -ერთ ავტორს).
სტატიების განხილვის წესი
ავტორის მიერ გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სტატია, შესაფასებლად, ეგზავნება ორ რეცენზენტს, რომელსაც ირჩევს მთავარი რედაქტორი ან მისი დავალებით რედაქტორი.
რეცენზირება ხდება სტატიის რეცენზირების დადგენილი წესის თანახმად.
სტატიის რეცენზირება წარმატებით გავლილად მიიჩნევა, ორივე დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში.
კონკურსის შედეგები
ჟურნალში გამოქვეყნდება ის სტატიები, რომლებიც მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს რეცენზირების შედეგად.
ჟურნალში გამოქვეყნდება სულ 15 სამეცნიერო სტატია.
სტატიების კონკურსს მიღმა დარჩენილი ნაშრომები, მათი ავტორების თანხმობის შემთხვევაში, მიიღებენ მონაწილეობას შემდეგ გამოცემისთვის გამოცხადებულ სტატიების კონკურსში. ამისთვის ავტორებს აღარ დასჭირდებათ თავიდან ამ სტატიების რედაქციაში გამოგზავნა. ასევე, აღნიშნული სტატიები აღარ გაივლიან რეცენზირებას და მათ უნარჩუნდებათ წინა კონკურსში რეცენზენტების მიერ შეფასებული ქულები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: მობ. 599177573; ელ-ფოსტა: info@heraldoflaw.com