კონცეფცია

კონცეფცია

გამომცემელი

საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალისამართლის მაცნეგახლავთ ()იპსამართლის მეცნიერთა კავშირი“- პერიოდული გამოცემა.

ჟურნალი დაარსდა 2019 წლის 15 დეკემბერს.

ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი  ISSN 2667-9434.

ჟურნალის საერთო პოლიტიკას და ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს გამომცემელი.

გამოცემის ფორმა და ხელმისაწვდომობა

ჟურნალი გამოდის ელექტრონული ფორმით და ქვეყნდება ჟურნალის ოფიციალურ ვებ. გვერდზე www.heraldoflaw.com

ჟურნალი არის ღია წვდომის და ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების სრული ტექსტებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.  

ჟურნალი სრულად აღიარებს, რა ღია წვდომის პოლიტიკის მნიშვნელობას, ის გახლავთ ბუდაპეშტის ღია წვდომის დეკლარაციის ხელმომწერი.

გარდა აღნიშნულისა ჟურნალი „სამართლის მაცნეს“ გამომცემელი „სამართლის მეცნიერთა კავშირი“ გახლავთ ასევე ბერლინის ღია წვდომის დეკლარაციის ხელმომწერიც. 

ჟურნალში სტატიების გამოქვეყნება უსასყიდლოა.

პერიოდულობა

ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერივლისში და დეკემბერში. შესაძლებელია, ასევე, დამატებით სპეციალური ნომრის გამოცემა.

რეფერირება

ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები რეფერირდება ინსტიტუტ „ტექინფორმის” გამოცემაში „ქართული რეფერატული ჟურნალი (ქრჟ)”, სამომავლოდ  კი უცხოურ რეფერატურ ჟურნალებში ჟურნალებშიც აისახება.

სარედაქციო დამოუკიდებლობა 

ჟურნალის სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია.

ჟურნალის თემატიკა

ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება სამეცნიერო სტატიები აქტუალურ საკითხებზე სამართლის, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მართვის თემაზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.

გარდა ზემოაღნიშნულისა ჟურნალში ქვეყნდება ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირი“- მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების და დისკუსიების მასალები.

მკითხველი გამოცემებში გაეცნობა სამართლის მეცნიერების, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მმართველობის განვითარების პერსპექტივებს და პრობლემებს საქართველოში და მსოფლიოში.

სამიზნე ჯგუფი

ჟურნალი განკუთვნილია ქართველი და უცხოელი მეცნიერების/მკვლევარების, დოქტორანტების, სტუდენტების და პრაქტიკოსი იურისტებისათვის, ასევე, სამართლის დარგით დაინტერესებულ პირთათვის.

ავტორები

ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერების/მკვლევარების, აკადემიური პერსონალის  და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები.

გამონაკლის შემთხვევებში, სხვა დარგის ავტორების სამეცნიერო სტატიები ჟურნალის თემატიკაზე გამოსაქვეყნებლად მიიღება მათი აქტუალობის, მნიშვნელობის და განსაკუთრებული სამეცნიერო ღირებულებების გათვალისწინებით.

სტატიების კონკურსზე შეიძლება წარმოდგენილ იქნეს როგორც ერთი, ისე რამდენიმე თანაავტორის მიერ შესრულებული  სტატია.

თანაავტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ოთხს.

საავტორო უფლება

ჟურნალი იცავს შემოსულ და გამოქვეყნებულ მასალებზე მატერიალურ, თუ არამატერიალურ საავტორო უფლებებს.

რედაქციის მიერ სტატიის გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორი ვალდებულია სტატიის გამოქვეყნებამდე ნაშრომზე განსაკუთრებული უფლება გადასცეს რედაქციას, რაც უნდა დაადასტუროს შესაბამის განცხადებაზე ხელმოწერით და რედაქციის მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ლიცენზიის გადაცემით.

ლიცენზია არ გულისხმობს ავტორის არაქონებრივი უფლებების გადაცემას. ავტორებს უფლება აქვთ გადაამუშავონ საკუთარი ნაშრომები, თუმცა მათ ევალებათ, რომ ჟურნალი მიუთითონ როგორც პირველადი გამოცემის წყარო.

ჟურნალში ნაშრომები გამოქვეყნდება – creative commons ლიცენზიით ( CC BY- SA).

აღნიშნული ლიცენზიის თანახმად შესაძლებელია ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომების გამოყენება ნებისმიერი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის, მაგრამ წყაროს მითითების ვალდებულებით.

ამ ლიცენციით ნებისმიერი პირი უფლებამოსილია გააზიაროს, გაავრცელოს, გაუკეთოს რეპროდუქცია ჟურნალს და ჟურნალის ნაწილებს, მაგრამ ასევე წყაროს მითითების ვალდებულებით (მათ შორის ვებგვერდის მისამართის).

ჟურნალში გამოქვეყნებული მასალის ცვლილების შემთხვევაში აღნიშნულ პირებს ეკისრებათ ამ ცვლილების შესახებ მითითება.

ყველა ახალი ნაშრომი, რომელიც დაფუძნებული იქნება ამ ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალაზე, ლიცენზირებული უნდა იყოს იმავე პირობებით როგორც ჟურნალში მითითებული გამოყენებული მასალა.

ჟურნალში აღინიშნება creative commons ლიზენცის თაობაზე.

სარედაქციო კოლეგია

ჟურნალის სარედაქციო კოლეგია შედგება სამართლის დარგის მაღალი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი მეცნიერების და მკვლევარებისგან. 

ჟურნალის ენა

ჟურნალში გამოქვეყნდება სტატიები ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე (ინგლისურენოვან აბსტრაქტთან ერთად).

ჟურნალის მისია 

ჟურნალის მისიაა სამართლის მეცნიერების განვითარების და სამოქალაქო საზოგადოებაში სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლების ხელშეწყობა

ჟურნალის მიზნებია:

  • სამართლის დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენაქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობა, აღნიშნული კვლევების საერთაშორისო ინტეგრაცია;
  • მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საქართველოში ისეთი მექანიზმების შემუშავებაში, რომლებიც აუცილებელია დაინერგოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ჟურნალის განვითარებისთვის მთავარი ამოცანებია:

  • მაღალ რეიტინგულ საერთაშორიო სამეცნიერო გამოცემათა შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება და უმაღლესი სამეცნიერო სტატუსის მოპოვება;
  • ჟურნალის პოპულარიზაცია;
  • თანამშრომლობისთვის ქართველი და უცხოელი ავტორების, ასევე, რეცენზენტების მოზიდვა;
  • მკითხველთა საერთაშორისო აუდიტორიის გაფართოება
  • ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში შესვლა (ერთერთ მთავარ ამოცანად და გამოწვევად დასახულია „Scopus„ – ის საერთაშორისო ბაზაში შესვლა);
  • შიდა და გარე რეცენზენტების, ასევე, ავტორების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა სპეციალიზაციის მიხედვით.

სტატიების კონკურსი და შეფასება

ჟურნალში სამეცნიერო სტატიების შერჩევა ხდება ღია კონკურსის წესით და ორმხრივად (“double-blindpeer review”) ფარული (ანონიმური) რეცენზირების გზით. ავტორმა არ იცის რეცენზენტების ვინაობა და რეცენზენტებმა არ იციან ავტორის ვინაობა.

რეცენზენტები შეიძლება იყვნენ დარგის მაღალი კვალიფიკაციის და ავტორიტეტის მქონე ქართველი და/ან უცხოელი მეცნიერები / მკვლევარები, რომელთა სპეციალობა ყველაზე ახლოსაა ნაშრომის თემასთან.  

საავტორო უფლებების დაცვა

ჟურნალი იცავს შემოსულ და გამოქვეყნებულ მასალებზე მატერიალურ, თუ არამატერიალურ საავტორო უფლებებს.

პუბლიკაციის ეთიკა

რედაქცია მკაცრად იცავს პუბლიკაციის ეთიკას და მას მიიჩნევს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.

პასუხისმგებლობები

გამოქვეყნებული სტატიის  სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. მისი პოზიცია შეიძლება არ ემთხვეოდეს სარედაქციო კოლეგიის შეხედულებებს.

ჟურნალის რედაქცია პასუხს არ აგებს სტატიის გამოქვეყნების შედეგად გამოწვეულ შესაძლო ზარალზე. იმ შემთხვევაში, თუ სტატიის გამოქვეყნების შედეგად მოხდა საავტორო ან სხვა უფლებების დარღვევა, რედაქცია უფლებამოსილია გამოქვეყნებული სტატია ამოიღოს მონაცემთა ბაზიდან.

ჟურნალის სარედაქციო კოლეგია პასუხს არ აგებს გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიების შინაარსის ხარისხზე.

თანამშრომლობა

ჟურნალი თანამშრომლობს როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთანსახელისუფლებო ორგანოებთან, ქართველ და უცხოელ სამეცნიერო  წრეებთან, იურისტებთან, ადგილობრივ და უცხოელ დონორებთან.