დანაშაულის მომზადების ინსტიტუტის ზოგიერთი პრობლემატური საკითხი დანაშაულის მცდელობის ინსტიტუტთან შედარებით-სამართლებრივი ანალიზის ჭრილში

აბსტრაქტი :

წინამდებარე სტატიაში განხილულია დაუმთავრებელი დანაშაულის პირველი სტადიის, დანაშაულის მომზადების ინსტიტუტის არსი და მისი გამოვლინების სამართლებრივი ფარგლები. ამდენად, მნიშვნელოვანია, მისი პრაქტიკული რეალიზების ზუსტი სამართლებრივი ფარგლების დადგენა, რათა, იგი, ერთი მხრივ, განვასხვავოთ სისხლისსამართლებრივი წესით არადასჯადი ქმედებისაგან, განზრახვის გამომჟღავნებისაგან, ხოლო, მეორე მხრივ, გავავლოთ მკაფიო სამართლებრივი ზღვარი დაუმთავრებელი დანაშაულის მეორე სტადიას, დანაშაულის მცდელობის ინსტიტუტს შორის. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის მომზადებით იწყება განზრახვის გამომჟღავნების პრაქტიკული რეალიზების პროცესი, რომლის მიზანია უშუალოდ დანაშაულის შემადგენლობის დაწყების პროცესის, მცდელობის სტადიის, განსახორციელებლად შესაბამისი პირობების შექმნა. სწორედ ამ ასპექტით განსხვავდება იგი დანაშაულის მცდელობისაგან, რომლის შემთხვევაშიც უშუალოდ იწყება დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის შემცველი ნიშნების განხორციელების პროცესი.

როგორც ცნობილია, ყველა ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობა დასჯადად არ აცხადებს დანაშაულის მოსამზადებელ სტადიას. თუმცა, ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკაში აღნიშნული ქმედებები მაინც არ რჩება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიღმა და კლასიკური მოსამზადებელი საქმიანობები, დანაშაულის მცდელობის განვრცობითი განმარტების საფუძველზე, კვალიფიცირდება დანაშაულის მცდელობად. ამდენად, ამ ასპექტში ასევე განხილულია ჩვეულებრივი მოსამზადებელი საქმიანობისა და დანაშაულის მცდელობის ფაქტობრივი ურთიერთმიმართების პრაქტიკული საკითხები.

საკვანძო სიტყვები :

განზრახვა, გამომჟღავნება, დაგეგმვა

სრული PDF:

PDF