მედიცინის მუშაკების არაფორმალური ანაზღაურების მიმართ დამოკიდებულებები უნგრეთში

აბსტრაქტი :

კვლევის თემა, საგანი და მიზანი: სამედიცინო მუშაკებისთვის არაფორმალური ანაზღაურების გადახდა ბევრ ქვეყანაში წარმოადგენს პრობლემას და არც უნგრეთი გახლავთ გამონაკლისი. დღეისათვის სამედიცინო მუშაკისთვის მადლიერების ნიშნად ფულადი საჩუქრის მიცემა უნგრეთში დანაშაულად მიიჩნევა. ამ ფონზე 1997 წლის ჯანდაცვის შესახებ კანონი ნ. 138, პარ. A (1) ადგენს: ჯანდაცვის მუშაკს არ აქვს უფლება მოითხოვოს ან მიიღოს კანონით განსაზღვრული ანაზღაურების გარდა რაიმე შეღავათი სამედიცინო მომსახურებისათვის.

ჩვენ აქ ვსაუბრობთ სფეროზე, რომელიც ათწლეულებია საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილს შეადგენს. ეს მართლსაწინააღმდეგოა, თუმცა საზოგადოება მას ინარჩუნებს. რა არის ამისი მიზეზი?

მდგომარეობა ყოველთვის არ იყო ასეთი ნათელი, იყო დღევანდელისგან განსხვავებული პერიოდებიც. ამ სტატიაში ჩვენ მიმოვიხილავთ სამედიცინო მუშაკის არაფორმალური დასაჩუქრების ფენომენის ისტორიულ განვითარებას.

საკვანძო სიტყვები :

ისტორია, უთანასწორობა, ჯანდაცვა

სრული PDF:

PDF