რამდენიმე საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან

აბსტრაქტი :

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ქართულ სამართალში შედარებით ახალი მოვლენაა და მისი გამოყენება პრაქტიკაში ჯერ კიდევ ბადებს კითხვებს. ამ კითხვების ნაწილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებას, კერძოდ, მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას უკავშირდება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ორ ქართულ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება. სტატიაში განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების მიხედვით საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ფუნქციონირების რამდენიმე საკითხი.

ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლები კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს აკისრებს ამ მუხლებში განმტკიცებული არსებითი უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე ეფექტიანი ოფიციალური გამოძიების ჩატარების საპროცესო ვალდებულებას. სტრასბურგის სასამართლომ რამდენიმე ქართულ საქმეზე დაადგინა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტის დარღვევა. კერძოდ, დარღვევა გამოიხატა ერთდროულად ისეთი მოთხოვნების შეუსრულებლობაში, როგორებიცაა: გამოძიების დამოუკიდებლობა, ოჯახის წევრისთვის დაზარალებულის სტატუსით პროცესში ჩართვის შეუძლებლობა, მტკიცებულებათა არასათანადო შეფასება, გამოძიების არასრულყოფილება და მიკერძოებულობა, მართლმსაჯულების გაჭიანურება, დაზარალებულის სიცოცხლის არასათანადო დაცვა, გამოყენებული სასჯელის არაპროპორციულობა. სტატიაში განხილულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ საკითხებზე.

საკვანძო სიტყვები :

მსაჯულები, გამოძიება, კონვენცია

სრული PDF:

PDF