სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება ქართული, ფრანგული და ამერიკული სისხლის სამართლის მიხედვით

აბსტრაქტი :

საქართველოსა და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნების სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს კონკრეტული საფრთხის დელიქტებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. სტატიაში განხილულია სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენება, რომელიც შედარებულია ამერიკულ და ფრანგულ სისხლის სამართალში არსებულ ანალოგიურ
დანაშაულებთან. სტატიაში ასევე განხილულია როგორც ჰიპოტეტური კაზუსები, ასევე, მაგალითები პრაქტიკიდან. აღნიშნული შედარების შედეგად გაკეთებულია დასკვნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლს აქვს ხარვეზი, რაც ართულებს მის გამოყენებას პრაქტიკაში. კერძოდ, აღნიშნულ ნორმაში არ უნდა იყოს მითითება დაზარალებულის უმწეო მდგომარეობაზე. დასკვნის სახით შემოთავაზებულია ამ მუხლის ახალი საკანონმდებლო რედაქცია.

საკვანძო სიტყვები :

საფრთხე, ევენტუალური, განზრახვა

სრული PDF:

PDF