სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამორიცხვა, მოვალეობათა კოლიზიის საფუძველზე, სამედიცინო უკიდურესობის დროს

აბსტრაქტი :

პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით ცალკეულ ქვეყნებში შექმნა სიტუაცია, რომელმაც როგორც ადამიანური, ასევე მატერიალურ-ტექნიკური თვალსაზრისით, მწირი სამედიცინო რესურსის გათვალისწინებით, ექიმები დააყენა იმ უკიდურესი რეალობის წინაშე, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება, უპირატესად, თუ რომელი პაციენტისთვის უნდა გაეწიათ სამედიცინო მომსახურება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სამედიცინო ტრიაჟის ფაქტობრივი რეალობაც კი შეიქმნა. სტატიაში განხილულია სისხლის სამართლის დოქტრინაში ცნობილი სამედიცინო ტრიაჟის სამი სახე: (1) წინასწარი (პრევენციული) ტრიაჟი; (2) წინარე (ex ante) ტრიაჟი და (3) შემდგომი (ex post) ტრიაჟი. საუბარია იმაზე, თუ რა შედეგს იწვევს თითოეული მათგანი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამორიცხვის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში, პანდემიის პირობებში, დღის წესრიგში დადგა მოვალეობათა კოლიზიის როგორც დოგმატური, ასევე პრაქტიკული საფუძვლების ახლებურად გააზრების და მისი ხელახალი კვლევის საჭიროება. ამ მიზნებისთვის სტატიაში განხილულია მოვალეობათა კოლიზიის როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოების იურიდიული ბუნება, შინაარსი და მისი დოგმატური ადგილი დანაშაულის აგებულების სისტემაში, მოვალეობათა კოლიზიის საფუძველზე, ექიმის მოქმედების/უმოქმედობის შეფასების საკითხი სამედიცინო ტრიაჟის თითოეულ სახესთან მიმართებაში, შეჯამებულია განხილული საკითხები და გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები.

საკვანძო სიტყვები :

ტრიაჟი, მართლწინააღმდეგობა, ბრალი

სრული PDF:

PDF