„ტრიაჟის” სისხლისსამართლებრივი ანალიზი გერმანულ სამართალში

აბსტრაქტი :

წინამდებარე სტატია აჩვენებს, რომ არსებობს „ტრიაჟის“ სხვადასხვა ფორმები, რომლებიც სამართლებრივი კუთხით განსხვავებულად უნდა იქნეს განხილული. “Ex ante” ტრიაჟის შემთხვევაში, არსებობს მოვალეობების შეუთავსებლობის გამართლება, თუ ექიმს შეუძლია გადაარჩინოს რამდენიმე მომაკვდავი პაციენტიდან მხოლოდ ერთი, და ის თავისუფალია საკუთარ არჩევანში და ექვემდებარება მხოლოდ საკუთარ სინდისს, იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი პაციენტი გადაარჩინოს. ამის საპირისპიროდ, „Ex-post ტრიაჟისა და „პრევენციული“ ტრიაჟის შემთხვევები სხვაგვარად უნდა იქნეს განხილული. ამ შემთხვევაში ექიმს ეკრძალება პაციენტი, რომელიც უკვე არის შეერთებული სასუნთქ აპარატთან, გამორთოს ამ აპარატიდან, რათა ეს უკანასკნელი ხელმისაწვდომი გახდეს სხვა პაციენტისთვის (“ex-ante” ტრიაჟი) ან არ მიაერთოს პაციენტი სასუნთქ აპარატს, რადგან მოსალოდნელია, რომ სხვა პაციენტი, რომელსაც ანალოგიურად ესაჭიროება სასუნთქი აპარატი, მალე იქნეს მიღებული („პრევენციული ტრიაჟი“). გარდა ამისა, ნაჩვენებია, რომ ტრიაჟის სიტუაციებში გადასარჩენი პაციენტების არჩევასთან დაკავშირებით გარე მოსაზრებებმა ან შეუსაბამო მოტივებმა არ შეიძლება გამოიწვიოს განსხვავებული შეფასება, თუ ექიმი თავის არჩევანში არსებითად თავისუფალია. შესაბამისი სუბიექტური შერჩევა გარე მოსაზრებების საფუძველზე შეიძლება – თუ არსებობს შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაულები, რომლებიც უნდა იქნეს, პირველ რიგში, განხილული – დამოუკიდებლად გამოიწვიოს დისკრიმინაცია ან კორუფცია, მაგრამ არ წარმოადგენს მკვლელობას.

საკვანძო სიტყვები :

ტრიაჟი, მოვალეობა, კოლიზია

სრული PDF:

PDF