თვითგამორკვევის უფლება, ტერიტორიული მთლიანობა და ცალმხრივი სეცესიის ცალკეული ასპექტები თანამედროვე საერთაშორისო სამართალში

აბსტრაქტი :

სტატიაში განხილულია ხალხის თვითგამორკვევის უფლება, მიმართება სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, მათი თანაფარდობის საკითხი, როგორ უნდა იყოს მიღწეული მათ შორის ბალანსი. თვითგამორკვევის უფლება განხილულია გაეროს წესდებისა და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტების ფარგლებში. განხილულია ამ უფლების ევოლუციის პროცესი. წამოჭრილია საკითხი, ითვალისწინებს თუ არა თვითგამორკვევის თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ცალმხრივ სეცესიას? ეს კომპლექსური სამართლებრივი საკითხია და სტატიის ფორმატში ცალკეული ასპექტებია გაანალიზებული. საქართველოს კონტექსტთან შედარებულია კოსოვოს შემთხვევა და კოსოვოს უნიკალური შემთხვევის გაანალიზებით წარმოდგენილია მტკიცება, რომ პრაქტიკაში ამ უფლების არსებობა და გამოყენების კონტურები გამოკვეთილია, მაგრამ აშკარაა სიცხადის ნაკლებობა ამ კუთხით და ხაზი გაესმის ადეკვატური მოწესრიგების საჭიროებას.

 

საკვანძო სიტყვები :

სუვერენიტეტი, ერთობა, უმცირესობა

სრული PDF:

PDF