არამართლზომიერი ქმედების შედეგად სიცოცხლისა და დაბადების საქმეები – შედარებითსამართლებრივი ანალიზი

აბსტრაქტი :

სტატია ეხება არამართლზომიერი ქმედების/შეცდომის შედეგად სიცოცხლისა (wrongful life) და დაბადების (wrongful birth) სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილებების შედარებითსამართლებრივ ანალიზს. შესწავლილია საფრანგეთის, გერმანიის, ჰოლანდიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო პრაქტიკა და კანონმდებლობა. აშშ-ში შტატების მიხედვით ორივე სარჩელის მიმართ მიდგომა და სტანდარტი განსხვავდება და არ არსებობს ერთიანი პოზიცია. შესაბამისად, სტატიაში გაანალიზებულია ყველა გადაწყვეტილება და ცხრილის სახით შეჯამებულია, თუ რა მიდგომა არსებობს სარჩელის სახეების მიხედვით.

შედარებითსამართლებრივი ანალიზისთვის ქვეყნების შერჩევა მოხდა რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით: 1. სარჩელების განხილვის ხანგრძლივი და არაერთგვაროვანი ისტორია; 2. ქვეყნები, რომელთაც ჰქონდათ პრეცედენტული, ინოვაციური და საერთაშორისო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები; 3. ხანგრძლივი დებატის შემდეგ, სარჩელების მიმართ პოზიცია უკვე დამკვიდრებულია უზენაესი სასამართლოს ან/და საკანონმდებლო ორგანოს მიერ.

ასევე, სტატიაში გაანალიზებულია დასახელებულ სარჩელებთან დაკავშირებით ღირსების მნიშვნელობა და ყველა ის გამოწვევა, რაც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს გადაწყვეტილების მიღებისას.

საკვანძო სიტყვები :

ფეტუსი, შეზღუდული შესაძლებლობა, ღირსება

სრული PDF:

PDF