ბავშვის უფლება, იყოს მოსმენილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში
აბსტრაქტი :
მართლმსაჯულების სწორი და ეფექტური განხორციელება რჩება სახელმწიფოს მთავარ ამოცანად მისი განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. დღესდღეობით ერთმნიშვნელოვნად არის ყურადღება გაზრდილი ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური რგოლის – არასრულწლოვნების მიმართ. დიდია ინტერესი მათი განვითარების თავისებურებების, ქცევითი მახასიათებლებისა და დაკითხვა/გამოკითხვის ტექნიკებთან დაკავშირებით. მთელ მსოფლიოში ჩამოყალიბებულია განსაკუთრებული მიდგომა არასრულწლოვან დამნაშავეებთან მიმართებაში, რომლის თანახმადაც არასრულწლოვანი უფრო მსხვერპლად უნდა მოიაზრებოდეს, ვიდრე დამნაშავედ. საერთაშორისო დოკუმენტებშიც ძირითადი აქცენტი სწორედ განსაკუთრებული პროცედურების შემუშავების აუცილებლობაზე კეთდება. 2016 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც პრინციპების დონეზე სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. სტატიაში – „ბავშვის უფლება, იყოს მოსმენილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში“ – განხილულია არასრულწლოვნის უფლება, იყოს მოსმენილი და გათვალისწინებული მისი მოსაზრებები, მისივე აღქმისა და სიმწიფის შესაბამისად, აღნიშნული უფლების არსი, მნიშვნელობა და პრიორიტეტულობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებისთვის. სტატიაში გამოყენებულია ფორმალურ-ლოგიკური და შედარებითი მეთოდი, ხოლო კვლევის მეთოდურ საფუძველს წარმოადგენს საერთაშორისო ხასიათის კონვენციები.
საკვანძო სიტყვები :
ბავშვი, სასამართლო, ჩვენება