მიზეზობრიობის ზოგიერთი პრობლემური ასპექტი შერეული უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულში

აბსტრაქტი :

 წინამდებარე სტატიის მიზანია წარმოაჩინოს უმოქმედობის მიზეზობრიობის ზოგიერთი საკამათო საკითხი შერეული უმოქმედობით ჩადენილ დანაშაულებში. საკითხის შესწავლისას გამოყენებულ იქნა ფორმალურ – ლოგიკური და შედარებით – სამართლებრივი მეთოდები, რომლის ფარგლებში სისტემურად და ლოგიკურად გაანალიზდა საკვლევი თემატიკის პრობლემატურ ასპექტთა წრე  როგორც ქართული, აგრეთვე უცხოური კანონმდებლობის ჭრილში, რის შედეგადაც გამოიკვეთა და გაანალიზდა მათი საერთო და განმასხვავებელი ნიშნები.

უმოქმედობის არსის მხედველობაში მიღებით, მისთვის დამახასიათებელი თავისებურებისა და სამართლებრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, კანონმდებელმა შემოიღო ის სავალდებულო ელემენტები, რომელთა ერთობლიობაც ქმნის შერეული უმოქმედობის დასჯადობისათვის აუცილებელ მიზეზობრიობის ჯაჭვს, რომლის სწორად გადაწყვეტაზეა დამოკიდებული უმოქმედობით გამოხატული ქმედების სისხლისსამართლებრივი რელევანტურობის საკითხი.

სამართლებრივი გარანტის სწორად განსაზღვრას უაღრესად დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ამაზეა დამოკიდებული უმოქმედობით განხორციელებული ქმედება შეფასდება განსაცდელში მიტოვებად, დანაშაულის მცდელობად თუ დაუხმარებლობად. კერძოდ, სამართლებრივი გარანტისაგან განსხვავებით, საერთო სუბიექტის უმოქმედობა განსაცდელში მყოფის მიმართ ფასდება მხოლოდ დაუხმარებლობად, მოსალოდნელი მართლსაწინააღმდეგო შედეგისადმი პირდაპირი განზრახვის ქონისა და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მიუხედავად, მიზეზობრიობის მესამე ელემენტის – სავალდებულო და შესაძლებელი მოქმედებით შედეგის თავიდან აცილების საკითხის სწორად შეფასებაზეა დამოკიდებული დანაშაულის დამთავრებულობის სწორად გადაწყვეტა, კერძოდ, სახეზეა დანაშაულის მცდელობა თუ დამთავრებული დანაშაული.

 

 

საკვანძო სიტყვები :

ბრალეულობა, პასიურობა, გარანტი

სრული PDF:

PDF