პრაქტიკაში ქალ მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების თავისებურებები, მათ შორის თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი – არასაპატიმრო სასჯელით შეცვლისას

აბსტრაქტი :

სტატიაში მსჯელობა იქნება ქალ მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზე, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით – არასაპატიმრო სასჯელით შეცვლის მექანიზმზე და მათ შესაბამისობაზე საერთაშორისო კონვენციებთან. პირობით ვადამდე გათავისუფლების ინსტიტუტი სხვა ვადამდე გათავისუფლების ინსტიტუტებთან ერთად ერთგვარი შანსია მსჯავრდებულისათვის, რათა მან თავისი ქცევით დაამტკიცოს, რომ ის მზად არის გათავისუფლებისათვის. დაწესებულებაში სარეაბილიტაციო, კულტურული აქტივობების დაგეგმვა, პირობით ვადამდე გათავისუფლების ინსტიტუტის არსებობა, მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდგომ მის რესოციალიზაციაზე ზრუნვა სხვადასხვა სახის რესურსებთან არის დაკავშირებული.
საქართველოში პირობით ვადამდე გათავისუფლების განმახორციელებელი ორგანო არის დამოუკიდებელი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომში-ადგილობრივი საბჭო), რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გარკვეულწილად ითავსებს სასამართლო ხელისუფლების ფუნქციასაც. თუმცა ადგილობრივი საბჭო არ არის ერთადერთი ორგანო, რომელიც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე იღებს გადაწყვეტილებას.
სტატიაში ნამსჯელია პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოს უფლებამოსილებაზე, საბჭოს წევრების შესაბამის სამართლებრივ გარანტიებზე, ასევე შესწავლილი იქნება საქართველოში პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების საკანონმდებლო საფუძვლები. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებული იქნება, თუ რამდენად ხდება პრაქტიკაში ქალმსჯავრდებულთა თავისებურებების გათვალისწინება ადგილობრივი საბჭოს მიერ. ასევე საყურადღებოა სასჯელის სახით შინაპატიმრობის გამოყენება ქალ მსჯავრდებულებთან მიმართებაში, როდესაც მოხდება პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოს მიერ საპატიმრო სასჯელის შეცვლა შინაპატიმრობით – ანუ არასაპატიმრო სასჯელით.
განხილული იქნება ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებების ანალიზის შედეგად გამოვლენილი რიგი ხარვეზები და პრაქტიკაში არსებული პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზები.

საკვანძო სიტყვები :

შინაპატიმრობა, რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია

სრული PDF:

PDF