საარჩევნო სისტემის მიმდინარე რეფორმა საქართველოში

აბსტრაქტი :

არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი და საარჩევნო უფლების რეალური განხორციელება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი საარჩევნო კულტურისა და კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრაციის ჩამოყალიბება საზოგადოებაში. სწორედ, რომ დემოკრატიულობის ხარისხის განსაზღვრისას ქვეყანაში, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სამართლიან არჩევნებს, რაც თავისთავში მოიცავს სწორად განსაზღვრულ საარჩევნო სისტემის არსებობას სახელმწიფოში. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაციის მცდელობისა, დღევანდელ საზოგადოებაში საგრძნობლად შეიმჩევა დემოკრატიული მმართველობისათვის დამახასიათებელი ძლიერი პოლიტიკური ნებისა და გამოცდილების ნაკლებობა.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას პოლიტიკური პარტიების გაძლიერება და განსაკუთრებით კი, მრავალპარტიული სისტემის შენარჩუნება წარმოადგენს. დემოკრატიის შეცნობა, მოქალაქეთა ინფორმირებულობა სახელმწიფო მმართველობით საქმიანობასთან, მმართველობითი სისტემის მოდიფიცირება გარემოებათა მიხედვით და კანონმდებლობის დაფუძნება დემოკრატიის უმთავრეს ღირებულებებზე – თავისუფლებასა და პოლიტიკურ თანასწორობაზე ჩვენი სახელმწიფოს უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. არჩევნები კი სწორედ ის გზაა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში იქმნება დემოკრატიული ძლიერი მმართველობითი ინსტიტუტი, თუ არჩევნები ეფუძნება მოქნილ საარჩევნო სისტემას და მისი განხორციელებისას დაცულია საყოველთაოობის, თანასწორობის, თავისუფლებისა და ფარულობის პრინციპები.

მნიშვნელოვანია, რომ დღეის მდგომარეობით, საქართველოს პოლიტიკურ თუ სამეცნიერო წრეებში კვლავაც აქტიურად განიხილება საკითხი, – საარჩევნო სისტემის ოპტიმალური მოდელის შერჩევის შესახებ. წარმოდგენილი კვლევის მიზანია – დადგინდეს, თუ რომელი საარჩევნო სისტემა არის ოპტიმალური საქართველოში წარმომადგენლობითი დემოკრატიის უზრუნველსაყოფად. სტატიაში, აგრეთვე, წარმოდგენილია საქართველოს საარჩევნო სისტემის შედარებითი ანალიზი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან, საკანონმდებლო ორგანოს ფორმირებასთან დაკავშირებით. კვლევაში განხილულია თეორიული ვარაუდები იმის შესახებ, თუ რა შედეგი ექნება საქართველოში სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ასევე რა გავლენას მოახდენს ესა თუ ის საარჩევნო სისტემა წარმომადგენლობითი დემოკრატიის ხარისხზე. ნაშრომში განხილულია როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო პრაქტიკა, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილება, გაანალიზებულია ზოგიერთი სასამართლო გადაწყვეტილება. სტატიის ბოლოს, დასკვნის სახით, შემოთავაზებულია საარჩევნო სისტემის კუთხით არსებული პრობლემის გადაჭრის შესაბამისი გზა

საკვანძო სიტყვები :

მაჟორიტარული, პროპორციული, შერეული

სრული PDF:

PDF