სიკვდილის აკრძალვა და ღირსეული სიცოცხლის უფლება

აბსტრაქტი :

ნაშრომში განხილულია ევთანაზიის საკანონმდებლო რეგულირების პრობლემა. საკითხი გაშუქებულია ადამიანის აბსოლუტური და ხელშეუვალი უფლებების ფონზე. ნაშრომის ამოცანას არ წარმოადგენს ევთანაზიის არსის დადგენა და მისი ფორმების ერთმანეთისგან გამიჯვნა. კვლევის მიზანია, ახლებური მიდგომით მოხდეს საკითხის გაშუქება. ნაშრომი აერთიანებს ევთანაზიასთან დაკავშირებულ სამედიცინო, რელიგიურ, მორალურ, ფილოსოფიურ და ნორმატიულ მიდგომებს. კვლევის არეალი სცდება ეროვნული პოზიტიური კანონმდებლობის ანალიზს და მიმოიხილავს უცხო სახელმწიფოების და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს. ასევე გაანალიზებულია უცხო სახელმწიფოების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. დასკვნები ჩამოყალიბებულია ადამიანის ძირითადი უფლებების და ხელისუფლების უფლებამოსილების ფარგლების შედარების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე.

საკვანძო სიტყვები :

ევთანაზია, სიცოცხლე, კონვენცია

სრული PDF:

PDF