თანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის გამიჯვნის საკითხი

აბსტრაქტი :

წინამდებარე ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს, ქართულ და უცხოურ იურიდიულ ლიტერატურაში, არსებული თანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის გამიჯვნის პრობლემატიკა. შესაბამისად, მოცემული თემატიკის ფარგლებში, ნაშრომში მკაფიოდ გაანალიზდა საკვლევ საკითხთან დაკავშირებული თეორიები, გამოიყო მათი ძირითადი ასპექტები და სამართლებრივ ჭრილში შეფასდა ქართულ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან მათი თავსებადობის საკითხი.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, მისი სრულყოფილი კვლევის მიზნით გამოყენებულია შედარებითი სამართლებრივი მეთოდი, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდა განსახილველ საკითხზე არსებული არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური კანონმდებლობა და შესაბამისი იურიდიული სამეცნიერო ლიტერატურა. ნაშრომზე მუშაობისას, აგრეთვე, გამოყენებულია ფორმალურ-ლოგიკური მეთოდი, რომლის ფარგლებშიც სისტემურად და შინაარსობრივად შეფასდა საკვლევი თემის აქტუალური, პრობლემური მხარე.

ჩატარებული კვლევით მკაფიოდ განისაზღვრა ამსრულებლისა და თანამონაწილის
სტატუსი და მათი მოქმედების საკანონმდებლო ფარგლები, აგრეთვე, გაანალიზდა მათი საერთო და განმასხვავებელი ნიშნები. რის საფუძველზეც შემოთავაზებულია აღნიშნული საკითხის სწორად და ეფექტურად გადაჭრისაკენ მიმართული სამართლებრივი გზა, რომელიც, თავის მხრივ, სრულ და თანმიმდევრულ თავსებადობაშია, მოქმედი კანონმდებლობით, გათვალისწინებულ ნორმათა კონსტიტუციურ არსთან და მიზნებთან.

საკვლევი თემატიკით წამოჭრილ პრობლემატურ საკითხთა მართებული გადაწყვეტა, უაღრესად დიდ, თეორიულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ იურიდიულ დოგმატიკაში, არამედ სამართალშეფარდების პროცესშიც, რადგან იგი პირდაპირ დაკავშირებულია თანაამსრულებლისა და თანამონაწილის, როგორც დანაშაულის ჩადენის პროცესში აქტიურად მოქმედი, ორი მეტად განსხვავებული ფიგურის, ქმედებათა სწორ სამართლებრივ შეფასებასთან. რაც, თავის მხრივ, აუცილებელია, როგორც ჩადენილი დანაშაულისათვის ზუსტი კვალიფიკაციის მისანიჭებლად, აგრეთვე, მის ჩადენაში მონაწილე პირთა სამართლიანად განსასჯელად. ამდენად, წინამდებარე ნაშრომის ფარგლებში ჯეროვნად შეფასდა საკითხის პრობლემატური მხარე და შემოთავაზებულია მისი გადაჭრის ალტერნატიული, სამართლებრივი მექანიზმები.

საკვანძო სიტყვები :

დანაშაული, შემსრულებელი, თანამზრახველი

სრული PDF:

PDF