უცხოური სამართლის არგამოყენების ძირითადი ფაქტორები საერთაშორისო კერძო სამართალში
აბსტრაქტი :
საერთაშორისო კერძო სამართალს განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია, მისი ნორმები განსაზღვრავს, თუ რომელი ქვეყნის სამართალი გამოიყენება სადავო, კერძოსამართლებრივი ურთიერთობების გადასაწყვეტად.
შესაბამისი უცხოური სამართლის გამოყენებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი აფერხებს. სასამართლო ქვეყნის იმპერატიული ნორმებისა და საჯარო წესრიგის კონცეფციის მოქმედებამ შესაძლოა შეაფერხოს უცხო სახელმწიფოს სამართლის ნორმის გამოყენება. სხვა ქვეყნის ნორმის გამოყენება გამოირიცხება, როცა ის ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, განსაკუთრებით მაშინ, თუ უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობა ეფუძნება იმ ღირებულებებს, რომლებიც ფუნდამენტალურად განსხვავებულია ადგილობრივი სამართლის ფასეულობებისაგან.
უნდა ითქვას, რომ საჯარო წესრიგისა და იმპერატიული ნორმების კონცეფცია იშვიათად უნდა იქნას გამოყენებული, მხოლოდ განსაკუთრებულ და ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
საკვანძო სიტყვები :
გამორიცხვა, საჯარო წესრიგი, იმპერატიული