არამართლზომიერი ქმედების შედეგად სიცოცხლისა (wrongful life) და დაბადების (wrongful birth) საქმეები ადამიანის უფლებების ჭრილში
აბსტრაქტი :
სტატიაში განხილულია სიცოცხლე არამართლზომიერი ქმედების/შეცდომის შედეგად (wrongful life) და დაბადება არამართლზომიერი ქმედების/შეცდომის შედეგად (wrongful birth), საჩივრებთან დაკავშირებული ეთიკური და ფილოსოფიური საკითხები, ადამიანის უფლებების სამართლის ჭრილში. აქვე, განმარტებულია, თუ რას წარმოადგენს მსგავსი ტიპის სარჩელები და რა მოთხოვნები შესაძლოა ჰქონდეთ როგორც ბავშვებს, ასევე, მათ მშობლებს. მომდევნო თავები, კი აფასებს სარჩელის დასაშვებობის ეთიკურ და ფილოსოფიურ მხარეს. კერძოდ, მორალურად რამდენად დასაშვებია სარჩელების დაკმაყოფილება და ყოფნა-არ ყოფნის საკითხი სამართლებრივ ჭრილშია განხილული. ნაშრომში საკითხზე მსჯელობა განვითარებულია ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან და გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები სიცოცხლის უფლებასა და პირადი ცხოვრების უფლებების თაობაზე.
ასევე, სტატიაში გაანალიზებულია დაბალანსების (პროპორციულობის) ტესტი, რადგან როგორც მეცნიერები, ისე სასამართლო გადაწყვეტილებები, მსგავსი ტიპის სარჩელებს ორ უფლებას შორის კონფლიქტად განიხილავენ. შესაბამისად, განხილულია როგორ დაბალანსდეს და გადაწყდეს დავა ორ დაპირისპირებულ უფლებას შორის.
საკვანძო სიტყვები :
ფეტუსი, შეზღუდული შესაძლებლობა, პროპორციულობა