შინაპატიმრობის დანიშვნის სადავო საკითხები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში

აბსტრაქტი :

წინამდებარე სტატია ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას – სასჯელის დანიშვნას. ნაშრომისთვის შერჩეულია შინაპატიმრობა, რომელიც როგორც სასჯელის სახე, ნოვაციაა ქართული სისხლის სამართლისთვის, შესაბამისად, საჭიროებს მეტ ყურადღებას. შინაპატიმრობა, არის ალტერნატიული სასჯელის სახე. იგი თავისი არსით იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ არასრულწლოვანმა არ შეიცვალოს გარემო. მიუხედავად ამისა, აღნიშნული სასჯელი მაინც დიდი რისკის შემცველია და აუცილებელია დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ. არასრულწლოვანთა მიმართ არასწორი სასჯელის შეფარდებისას გამოწვეული ზიანი თავს იჩენს ინდივიდის, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფო დონეზე და საჭიროებს კომპლექსურ და თანმიმდევრულ მიდგომას. ამის გათვალისწინებით, აქედანვე გვმართებს მეტი თეორიული კვლევა ახალი სასჯელის ირგვლივ.

წინამდებარე სტატიაში განხილულია შინაპატიმრობის დანიშვნის სადავო საკითხები იუვენალურ იუსტიციაში, კერძოდ, ისეთები, როგორიცაა შინაპატიმრობის დანიშვნის დროს დამატებითი მოვალეობების დაკისრება და აღნიშნული სასჯელის დამატებითი სასჯელის სახით დანიშვნის შესაძლებლობა. ნაშრომში, ასევე, სათანადო ყურადღება აქვს დათმობილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში შინაპატიმრობის დანიშვნის საკითხს ცალკეულ დანაშაულთა დროს. სტატიაში თემის ირგვლივ, საკანონმდებლო ხარვეზების იდენტიფიცირებასთან ერთად, ნაჩვენებია მათი აღმოფხვრის საჭიროება და გზები. აუცილებელია, კანონმდებელმა თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს არასრულწლოვანთა წინაშე და განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები. ამით იგი გამოხატავს, რომ მისი განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტი არის ერთი რიგითი არასრულწლოვანი, მომავალი თაობის წარმომადგენელი

საკვანძო სიტყვები :

სასჯელი, იუვენალური, იუსტიცია

სრული PDF:

PDF