გამოხმაურება და მილოცვა პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ჟურნალ „სამართლის მაცნეს“გამოცემასთან დაკავშირებით
მოხარული ვართ გაგიზიაროთ პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული სამართლის კათედრის პროფესორ, ჰარალდ ქრისტიან შოის მილოცვა, რომელიც მან გამოუგზავნა “სამართლის მაცნეს” სარედაქციო კოლეგიის წევრს ბატონ გოჩა ოჩიგავას ჟურნალის გამოცემასთან დაკავშირებით. ბატონი გოჩა გახლავთ პრაღის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
ძვირფასო პროფესორო,
მსურს მოგილოცოთ თქვენ და თქვენს კოლეგებს ახალი, უაღრესად საინტერესო, საერთაშორისო ამბიციების მქონე აკადემიური ჟურნალის დაარსება. დარწმუნებული ვარ, ახალი ჟურნალი საკუთარ წვლილს შეიტანს სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციაში და ევროპის აკადემიურ დაწესებულებებთან გაცვლითი პროექტებისთვისაც სარგებლის მომტანი იქნება. წარმატებას გისურვებთ როგორც თქვენ, ასევე, ჟურნალის რედაქტორებს და ველი შემდგომ თანამშრომლობას.
საუკეთესო სურვილებით,
ჰარალდ შოი.
ბატონი ჰარალდ ქრისტიან შოი გახლავთ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.