გიწვევთ ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე „საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში“ (გერმანული მოდელის მაგალითზე)

გიწვევთ ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე „საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში“ (გერმანული მოდელის მაგალითზე)

გიწვევთ ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე „საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში“ (გერმანული მოდელის მაგალითზე)

სამართლის მეცნიერთა კავშირი და მისი გამოცემა, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი სამართლის მაცნე“ გიწვევთ სამართლის დარგის მეცნიერებს და მკვლევარებს ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსიაზე  საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში (გერმანული მოდელის მაგალითზე)“.

ღონისძიება გაიმართება 2021 წლის 19 თებერვალს, 17:00 ზე, ზუმის პლატფორმით. გერმანულ – ქართული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.

მომხსენებელები:

მოხსენების თემა – საზოგადოებათა სამართლის გერმანული მოდელი.

მოხსენების თემა – საზოგადოებათა სამართლის ქართული მოდელი და საზოგადოებათა სამართლის შემოღების           აუცილებლობა.

პროფესორი კარსტენ შეფერი 2002 წლიდან დღემდე გახლავთ  მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სამოქალაქო, სავაჭრო და საზოგადოებათა სამართლის კათედრის გამგე. ის გახლავთ მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბატონი კარსტენი არის ავტორი წიგნისა „საზოგადოებათა სამართალი“.  2018 წელს გამოიცა წიგნის მე-5 გადამუშავებული გამოცემა, რომელიც 2019 წელს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართულ ენაზე თარგმნა პროფესორმა როინ მიგრიაულმა.

ბატონი როინ მიგრიაული გახლავთ  სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პარტნიორი. ის არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

მოხსენებების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ღონისძიება გაიმართება საპილოტე პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.

შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირის და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდებზე.

დისკუსიაში მონაწილეობის მსურველები შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ 17 თებერვლის ჩათვლით აქ განთავსებულ სარეგისტრაციო ბმულზე  და გამოგიგზავნით შეხვედრის ბმულს, რისი მეშვეობითაც შეძლებთ მონაწილეობას დისკუსიაში.