საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და დასაშვებობის წანამძღვრები სამოქალაქო პროცესში

აბსტრაქტი :

„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონით ერთმანეთისგან მკვეთრად გაიმიჯნა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წანამძღვრები (წინაპირობები).
მოცემულ ნაშრომში განხილული და გაანალიზებულია საკასაციო საჩივრის როგორც წარმოებაში მიღების, ისე დასაშვებობის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, კერძოდ, განხილულია საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წანამძღვრები: საკასაციო საჩივრის შეტანა უფლებამოსილი პირის მიერ; საკასაციო საჩივრის შეტანა კანონით დადგენილ ვადაში; საკასაციო საჩივრის შინაარსის შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან; სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდა; საკასაციო გა საჩივრებაზე მხარის წერილობითი უარის არარსებობა; ნაშრომში განხილულია, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნა წილის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებში ჩამოყალიბებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წანამძღვრები.
ადრე დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლო საკასაციო საჩივარს დაუშვებლად ცნობდა, მხარეს არ განემარტებოდა დაუშვებლობის მიზეზები და გაუგებარი რჩებოდა ის საფუძველი, რომელმაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა განაპირობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2017 წლის 8 თებერვალს შეტანილ იქნა ცვლილება, რომლითაც ეს პრობლემა აღმოიფხვრა. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. ეს განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას.

საკვანძო სიტყვები :

მართლმსაჯულება, თეორია, პრაქტიკა

სრული PDF:

PDF