საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება ქორწინებით

აბსტრაქტი :

მოქალაქეობა სახელმწიფოს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი და უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტია. სწორედ მოქალაქე წარმოადგენს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების უმთავრეს სუბიექტს, რადგან იგი აღჭურვილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებათა სრული პაკეტით. სახელმწიფო კი, თავის მხრივ ვალდებულია შექმნას ისეთი კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ეროვნული ინტერესების, ისე ადამიანის უფლებების დაცვას. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, კვლავ რჩება ზოგიერთი პრობლემა, რომლებიც სასურველია, დროულად აღმოიფხვრას. ნაშრომში გამოთქმულია წინადადებები ქორწინებით მოქალაქეობის მოპოვების ცალკეული რეგულაციების დახვეწის და გაუმჯობესების მიზნით.

საკვანძო სიტყვები :

ნატურალიზაცია, მეუღლეები, ბინადრობა

სრული PDF:

PDF