მოშიმშილე პატიმრის იძულებითი კვების სამართლებრივი ასპექტები მედიცინის სამართალში

აბსტრაქტი :

ნაშრომში განხილულია პენიტენციური მედიცინის სამართლის მნიშვნელოვანი საკითხი პატიმრის მიერ გამოცხადებული შიმშილობის მართვის შესახებ ქართულ და გერმანულ სამართლებრივ სივრცეში. გაანალიზებულია მედიკოსთა საერთაშორისო დეკლარაციები პატიმრის, როგორც მოწყვლადი პაციენტის ავტონომიური გადაწყვეტილების პატივისცემის და მისი ფიზიკური ხელშეუხებლობის და ღირსების დაცვის და შესაბამისად, მოშიმშილე პატიმრის იძულებითი კვების დაუშვებლობის შესახებ მაშინაც კი, როდესაც შიმშილობას ჯანმრთელობის დაზიანება და სიკვდილი შეიძლება მოჰყვეს. განხილულია პენიტენციური დაწესებულების მედიკოსთა დილემა, მათი არჩევანი, ერთი მხრივ, მოშიმშილე პატიმრის სიცოცხლის დაცვის ვალდებულებას და, მეორე მხრივ, მისი ღირსების დაცვასთან დაკავშირებით. შედარებით სამართლებრივად გაანალიზებულია ქართული და გერმანული პენიტენციური მედიცინის სამართლის რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც დაშვებულია გადაწყვეტილებაუუნარო მოშიმშილე პატიმრის ხელოვნური კვება მისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მოშიმშილე პატიმრის იძულებითი კვების დასაშვებობის შესახებ. მითითებულია, რომ ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის და ღირსების შემლახავი იძულებითი კვება პენიტენციურ მედიცინაში ვიწროდაა გაგებული და მარტოოდენ მოშიმშილის ფიზიკური წინააღმდეგობის გადალახვით განხორციელებულ კვებას გულისხმობს.

საკვანძო სიტყვები :

პატიმარი-პაციენტი, თვითგანსაზღვრა, პატერნალიზმი

სრული PDF:

PDF