სასამართლოს პოლიტიკურობა და სამართალშემოქმედება

აბსტრაქტი :

ნაშრომის მთავარი მიზანია დემოკრატიის გასაძლიერებლად და მოსახლეობის ჩართულობის ასამაღლებლად ქმედითი მექანიზმების გამოძებნა. კვლევაში გაანალიზებულია საკანონმდებლო, აღმასრულებლი და სასამართლო ხელისუფლების კოორდინირებული საქმიანობის საკითხები. გაშუქებულია სასამართლოს დამოკიდებულება პოლიტიკასთან, გაკრიტიკებულია სასამართლოს დაკომპლექტებაში პოლიტიკური ძალების მონაწილეობა.  გამოთქმულია მოსაზრება, რომ სასამართლო არჩევითი ორგანო უნდა იყოს და მას მოქალაქეები უნდა ირჩევდნენ. საკონსტიტუციო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უნდა იყოს ხელისუფლების ორგანოებისგან დამოუკიდებელი სასამართლო. არგუმენტირებული მსჯელობით დასაბუთებულია, რომ სამართალშემოქმედებით საქმიანობაში მოსამართლე უფრო აქტიურად უნდა მონაწილეობდეს, ვიდრე ეს ხდება დღევანდელ ვითარებაში.  ნაშრომში  ნორმატიულ მასალასთან ერთად გაანალიზებულია სხვადასხვა სამეცნიერო კვლევის შედეგები, სამეცნიერო ნაშრომები და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები.

საკვლევი საკითხი რამდენიმე ქვესაკითხადაა დაყოფილი, მათი სინთეზის საფუძველზე, ერთიანობაში წარმოდგენის შემდეგ, ჩამოყალიბებულია დასკვნები. კვლევაში გამოკვეთილია კითხვები, რომლებსაც ეტაპობრივად გაეცა პასუხები.  პირველ რიგში, გაშუქდა ხელისუფლების ორგანოების კოორდინირებული საქმიანობის შინაარსი და მთავარი ამოცანა. ამის შემდეგ პასუხი უნდა გასცემოდა კითხვას, არის თუ არა სასამართლო პოლიტიკური ორგანო? შემდეგ განვითარდა მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს სასამართლო პოლიტიკის ზეგავლენისგან და ხელისუფლების სხვა ორგანოების მხრიდან ჩარევისგან. და ბოლოს, განხილული საკითხების შეჯამების საფუძველზე გაკეთდა დასკვნა, ახორციელებს თუ არა მოსამართლე სამართალშემოქმედებას და რაში გამოიხატება მისი ეს უფლებამოსილება.

საკვანძო სიტყვები :

პოლიტიკა, სასამართლო, სამართალშემოქმედება

სრული PDF:

PDF