ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

 ზოგადი დებულებები

საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალი „სამართლის მაცნე“ გახლავთ ა(ა)იპ ‘სამართლის მეცნიერთა კავშირის“ პერიოდული გამოცემა, რომელიც დაარსდა 2019 წლის 15 დეკემბერს და გამოიცემა 2020 წლიდან.

ჟურნალს მინიჭებული აქვს საერთაშორისო გრიფი  ISSN 2667-9434.

“სამართლის მაცნეს” საერთო პოლიტიკას და ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს გამომცემელი.

ჟურნალში სტატიების გამოქვეყნება უსასყიდლოა.

გამოცემის ფორმა

ჟურნალი გამოდის ელექტრონული ფორმით და ქვეყნდება ჟურნალის ოფიციალურ ვებ. გვერდზე www.heraldoflaw.com

ღია წვდომა

“სამართლის მაცნე” არის ღია წვდომის და ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების სრული ტექსტებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

ჟურნალი სრულად აღიარებს, რა ღია წვდომის პოლიტიკის მნიშვნელობას, ის გახლავთ ბუდაპეშტის დ ბერლინის ღია წვდომის დეკლარაციების ხელმომწერი.

პერიოდულობა

“სამართლის მაცნე” გამოიცემა წელიწადში ორჯერ – ივლისში და დეკემბერში. შესაძლებელია, ასევე, დამატებით სპეციალური ნომრის გამოცემა.

ჟურნალის მისია 

ჟურნალის მისიაა სამართლის მეცნიერების განვითარების და სამოქალაქო საზოგადოებაში სამართლებრივი მართლშეგნების დონის ამაღლების ხელშეწყობა.

ჟურნალის მიზნებია:

სამართლის დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენა,  ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობა, აღნიშნული კვლევების საერთაშორისო ინტეგრაცია;

მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საქართველოში ისეთი მექანიზმების შემუშავებაში, რომლებიც აუცილებელია დაინერგოს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ჟურნალის განვითარებისთვის მთავარი ამოცანებია:

მაღალ რეიტინგულ საერთაშორიო სამეცნიერო გამოცემათა შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება და უმაღლესი სამეცნიერო სტატუსის მოპოვება;

ჟურნალის პოპულარიზაცია;

თანამშრომლობისთვის ქართველი და უცხოელი ავტორების, ასევე, რეცენზენტების მოზიდვა;

მკითხველთა საერთაშორისო აუდიტორიის გაფართოება;

ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში შესვლა (ერთ-ერთ მთავარ ამოცანად და გამოწვევად დასახულია „Scopus„ – ის საერთაშორისო ბაზაში შესვლა);

შიდა და გარე რეცენზენტების, ასევე, ავტორების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა სპეციალიზაციის მიხედვით.

რეფერირება

ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები რეფერირდება ინსტიტუტ „ტექინფორმის” გამოცემაში „ქართული რეფერატული ჟურნალი (ქრჟ)”, სამომავლოდ  კი უცხოურ რეფერატურ ჟურნალებში ჟურნალებშიც აისახება.

ინდექსირება და სამეცნიერო ბაზები

ჟურნალს მინიჭებული აქვს DOI -ს უნიკალური კოდი 10.15.350/2667-9434.

ჟურნალი ინდექსირდება 18 საერთაშორისო ბაზაში და მინიჭებული აქვს 2 იმპაქტ-ფაქტორი.

ჟურნალი შესულია არაერთ საერთაშორისო გლობალურ სამეცნიერო და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების საბიბლიოთეკო ბაზებში.

თემატიკა

ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება სამეცნიერო სტატიები აქტუალურ საკითხებზე სამართლის, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მართვის თემაზე, რომლებიც შეიცავენ მეცნიერულ სიახლეს და აქვთ მაღალი სამეცნიერო ღირებულება.

გარდა ზემოაღნიშნულისა ჟურნალში ქვეყნდება ასევე „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენციების, სემინარების და დისკუსიების მასალები.

მკითხველი გამოცემებში გაეცნობა სამართლის მეცნიერების, ადამიანის უფლებების და სახელმწიფო მმართველობის განვითარების პერსპექტივებს და პრობლემებს საქართველოში და მსოფლიოში.

ავტორები

ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიიღება სამართლის დარგის ქართველი და უცხოელი მეცნიერების/მკვლევარების, აკადემიური პერსონალის  და დოქტორანტების სამეცნიერო სტატიები.

გამონაკლის შემთხვევებში, სხვა დარგის ავტორების სამეცნიერო სტატიები ჟურნალის თემატიკაზე გამოსაქვეყნებლად მიიღება მათი აქტუალობის, მნიშვნელობის და განსაკუთრებული სამეცნიერო ღირებულებების გათვალისწინებით.

საავტორო უფლებები

ჟურნალი იცავს შემოსულ და გამოქვეყნებულ მასალებზე მატერიალურ, თუ არამატერიალურ საავტორო უფლებებს.

ჟურნალში ნაშრომები გამოქვეყნდება – creative commons ლიცენზიით ( CC BY- SA).

სარედაქციო კოლეგია

ჟურნალის სარედაქციო კოლეგია შედგება სამართლის დარგის მაღალი კვალიფიკაციის ქართველი და უცხოელი მეცნიერების და მკვლევარებისგან.

სტატიების ენა

ჟურნალში გამოქვეყნდება სტატიები ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე (ინგლისურენოვან აბსტრაქტთან ერთად).

სტატიების მიღების წესი

ჟურნალში სამეცნიერო სტატიების შერჩევა ხდება ღია კონკურსის წესით და ორმხრივად (“double-blindpeer review”) ფარული (ანონიმური) რეცენზირების გზით. ავტორმა არ იცის რეცენზენტების ვინაობა და რეცენზენტებმა არ იციან ავტორის ვინაობა.

პუბლიკაციის ეთიკა

რედაქცია მკაცრად იცავს პუბლიკაციის ეთიკას და მას მიიჩნევს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.

დაფინანსება

ჟურნალის გამოცემის ფინანსურ უზრუნველყოფას ახდენს გამომცემელი.

თანამშრომლობა

ჟურნალი თანამშრომლობს როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან,  სახელისუფლებო ორგანოებთან, ქართველ და უცხოელ სამეცნიერო  წრეებთან, იურისტებთან, ადგილობრივ და უცხოელ დონორებთან.