მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ადგილი უკრაინის, რუმინეთის და სომხეთის სამართლის სისტემაში, შედარება ქართულ რეალობასთან (შედარებითსამართლებრივი ანალიზი)
აბსტრაქტი :
სტატია ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამართლებრივ მდგომარეობას, მათ სამართლებრივ სტატუსს განვითარებად და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების (უკრაინა, სომხეთი და რუმინეთი) სამართლის სისტემაში, ამ კუთხით მის შედარებით-სამართლებრივი მეთოდოლოგიის საფუძველზე ქართულ რეალობასთან მიმართებით დახასიათება იძლევა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსის მხრივ არსებულ ყველა დადებითი და უარყოფითი ნიშნების გამოვლენის საშუალებას.
ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არაპრუდენციული რეგულირების მქონე ქვეყნებში (უკრაინა, რუმინეთი, სომხეთი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ადგილს, მათი სტატუსის წარმოშობისა და განვითარების პროცესს, მათი ნორმატიული და ფუნქციონალური მეთოდის საფუძველზე შედარებითსამართლებრივ დახასიათებას და საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მიმართებით საერთო და განმასხვავებელი სამართლებრივი ნიშნების დადგენას.
ავტორს ასევე უყურადღებოდ არ რჩება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების არაპრუდენციული რეგულირების სამართლებრივი საშუალებების საფუძველზე მათი ლიცენზირებისა და ლიკვიდაციის მხრივ არსებული სუსტი და ძლიერი მხარეების ჩვენებაც.
სტატიაში სწორედ შედარებითსამართლებრივი მეთოდოლოგიის საფუძველზე გაანალიზებულია განვითარებად და ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნების მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ის ნორმატიული და ფუნქციონალური სამართლებრივი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც ისინი აგრძელებენ საქმიანობას.
საქართველოში მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსთან მიმართებით გამოკვეთილია მათ შორის არსებული განმასხვავებელი-მსგავსი, დადებითი – ძლიერი და სუსტი ნიშნები.
საკვანძო სიტყვები :
არაპრუდენციული რეგულირება, შედარებითი სამართლებრივი დახასიათება, სამართლებრივი სტატუსი, მარეგულირებელი კანონმდებლობა