ქართული სამეწარმეო სამართალი: წარმოშობა და განვითარება
აბსტრაქტი :
სტატიაში განხილულია ქართული სამეწარმეო სამართლის წარმოშობის ისტორია და მისი 30-წლიანი განვითარების ეტაპები. ქართული სამეწარმეო სამართალი, როგორც სამართლის დარგი, დამოუკიდებელ საქართველოში წარმოიშვა 1991 წელს და მისი განვითრების ეტაპი დასრულდა 2021 წელს.
„სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ კანონის მიღებით 1991 წელს საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ახალ სამართლებრივ ტრადიციას, რომლითაც სამეწარმეო სამართალი სამართლის დამოუკიდებელ დარგად მოგვევლინა.
სტატიაში აღწერილია სახელმწიფო საწარმოებიდან სხვა კერძო სამეწარმეო საზოგადოებებზე გადასვლის თანამიმდევრობა და აუცილებლობა. 90-იანი წლების დასაწყისში ქართულ კერძო სამართალში უკვე ჩნდებიან სახელმწიფო საწარმოსაგან განსხვავებული სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო სუბიექტები.
სტატიაში განხილულია „მეწარმეთა შესახებ“ პირველი ევროპული ტიპის კანონის მიღების ისტორიული განვითარება და მისი აქტორები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოში თანამედროვე ევროპული სამეწარმეო სამართლის შემოღებაში.
სტატიაში ერთმანეთთან ასევე შედარებულია ორი, ერთი და იმავე სახელწოდების – 1994 წლის და 2021 წლის „მეწარმეთა შესახებ“ – კანონების პრინციპები, ურთიერთმიმართება იმპერატიულ და დისპოზიციურ ნორმებს შორის.
საკვანძო სიტყვები :
სამეწარმეო საქმიანობა, სამეწარმეოსამართლებრივი აქტი, იმპერატიული ნორმები, დისპოზიციური ნორმები, ნორმათა ბალანსი, წესდება