თვითდასაქმებულ პირთა სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა თანამედროვე შრომის ბაზარზე

აბსტრაქტი :

წინამდებარე სტატია განიხილავს თანამედროვე შრომის ბაზრის განვითარების ტენდენციებს და დასაქმების ბაზრის სამომავლო პერსპექტივებს, განსაზღვრავს ტექნოლოგიურ ეპოქაში შრომის ბაზრის განვითარების უახლეს მიდგომებს როგორც ქართული, ასევე ევროპული კავშირის დირექტივებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვიდრებული პრაქტიკის მაგალითებზე.

სტატიაში წარმოდგენილია თანამედროვე ქართული შრომის სამართლის ანალიზი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან ურთიერთმიმართებით; სტანდარტული დასაქმებისა და თანამედროვე დასაქმების ბაზრის განვითარების ტენდენციების შედარება ქართული დასაქმების ბაზრის გამოწვევებისა და საკანონმდებლო მოწესრიგების კონტექსტში.

სტატიაში წარმოდგენილია დასაქმების ბაზარზე არსებული ინდივიდუალური სამუშაო პირობების სამართლებრივი ანალიზი, აღნიშნული თვალსაზრისით დადგენილი საერთაშორისო მიდგომები, რომლებსაც განვითარებული სახელმწიფოები განიხილავენ თანამედროვე ადამიანის ახალი დღის წესრიგად.

წინამდებარე სტატიის მიზანს წარმოადგენს თვითდასაქმებულ პირთა სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა, დასაქმებულის და თვითდასაქმებულ პირთა სამართლებრივი სტატუსის გამიჯვნა შრომითი სამართლით უზრუნველყოფილი უფლებების თვალსაზრისით.

 

 

საკვანძო სიტყვები :

შრომის სამართალი, განვითარება, დასაქმების ბაზარი, ფრილანსერი

სრული PDF:

PDF