ფორსმაჟორის სამართლებრივი გამოყენების და პრაქტიკული გამოწვევების პრობლემატიკა პანდემიის პირობებში
აბსტრაქტი :
წინამდებარე სტატია განიხილავს პანდემიის სამართლებრივ ბუნებას, როგორც ფორსმაჟორული გარემოების კონტექსტში და მასთან დაკავშირებულ ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პანდემიის გავლენას სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე, რაც აქტუალური გახდა COVID-19-ის პანდემიის დროს. პანდემია, როგორც ადამიანის კონტროლს მიღმა არსებული, მოულოდნელი და გარდაუვალი მოვლენა, ხშირად განიხილება ფორსმაჟორის მაგალითად, რომელიც სამართლებრივად ამართლებს ვალდებულებების შეუსრულებლობას. სტატია განიხილავს სხვადასხვა სახელმწიფოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რომლებიც პანდემიის სამართლებრივ აღქმას არეგულირებს. ასევე, ხაზგასმულია კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და პანდემიის ფორსმაჟორად აღიარების აუცილებლობა, რომელიც სამართლებრივი სუბიექტების დაცვასა და კანონმდებლობის მეტი ლოგიკურობის მიღწევას შეუწყობს ხელს.
განსაზღვრულია პანდემიის კავშირი დაუძლეველ ძალასთან (ფორსმაჟორთან) და აღნიშნულია, რომ პანდემიით გამოწვეული მოვლენები ხშირად წარმოადგენენ საფუძველს სახელშეკრულებლო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
სტატიაში განხილულია, თუ რამდენად შესაძლებელია პანდემიის აღიარება ფორსმაჟორად და შემოთავაზებულია კანონდებლობის გაფართოებისა და დახვეწის აუცილებლობა, რათა აღნიშნული მოვლენა სათანადოდ აღიქმებოდეს და გააზრებული იყოს, როგორც განსაკუთრებული სამართლებრივი გარემოება, რომელიც შეუწყობს ხელს ეროვნულ კანონმდებლობაში სამართლებრივი ლოგიკურობის და სრულყოფილების მიღწევას.
საკვანძო სიტყვები :
დაუძლეველი ძალა, შეცვლილი გარემოება, სახელშეკრულებო ურთიერთობა