საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა იმპლემენტირება კანონშემოქმედებით პროცესში
აბსტრაქტი :
კონსტიტუციური კანონიერების განმტკიცება უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს განვითარებისა და ადამიანის უფლებათა თუ თავისუფლებათა დაცვისათვის. ამ პროცესში საყურადღებოა პარლამენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ურთიერთმიმართება. საკანონმდებლო პროცესში საკონსტიტუციო მართლმსაჯულების შედეგების რეალიზება წარმოადგენს კონსტიტუციის ქმედითობისა და უზენაესობის უზრუნველყოფის გარანტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაშრომში განსაზღვრულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი კონსტიტუციური სტანდარტების რეალიზების პროცედურული ეფექტურობა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შეფასებულია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის დროულობის საკითხი. ნაშრომი ორიენტირებულია წარმოაჩინოს კონსტიტუციური სტანდარტების დროული იმპლემენტირების მნიშვნელობა და გამოწვევები, რომელიც პრაქტიკაში წარმოიშვება. ამასთანავე, ნაშრომში შესწავლილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების გადავადების მექანიზმის მნიშვნელობა და გადაწყვეტილებით დადგენილი მიდგომების კანონმდებლობაში ასახვის საკითხი.
საბოლოოდ კი, სტატიაში შეფასებულია, გააჩნია თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთგვაროვანი და საკმარისი გარანიტები, რათა პარლამენტის მიერ ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეში დროულად და ჯეროვნად განხორციელდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების იმპლემენტირება.
საკვანძო სიტყვები :
კონსტიტუციური მართლმსაჯულება, კონსტიტუციის უზენაესობა, სასამართლო პრეცედენტები