თამბაქოს კონტროლის სამართლებრივი დინამიკა: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს გამოწვევები
აბსტრაქტი :
სტატია იკვლევს სასამართლო პრაქტიკის როლს თამბაქოს კონტროლის საერთაშორისო და ეროვნული პოლიტიკის ფორმირებაში. გაანალიზებულია წარმატებული საერთაშორისო მაგალითები, რომლებიც აჩვენებს სამართლებრივი მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას როგორც ინდუსტრიის პასუხისმგებლობის დაკისრების, ისე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში განხილულია საქართველოც, როგორც ქვეყანა, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თამბაქოს კონტროლის რეგულაციათა გაუმჯობესების მიმართულებით, თუმცა სასამართლო ინსტრუმენტები ინდუსტრიის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის ათვისებული. სტატიის ძირითადი არგუმენტია, რომ სამართლებრივი ბერკეტების გააქტიურება, განსაკუთრებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (FCTC) მე-19 მუხლის ფარგლებში, მნიშვნელოვანწილად გააძლიერებს როგორც ინდუსტრიის ანგარიშვალდებულებას, ისე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს. რეკომენდებულია საქართველოს სამართლებრივ და სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რათა ჩამოყალიბდეს მყარი სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიის ქმედებებს ქცევს სასამართლო კონტროლის საგნად და უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მდგრადი იურიდიული სისტემის განმტკიცებას.
საკვანძო სიტყვები :
სასამართლო დავები, თამბაქოს ინდუსტრია, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია