გაიმართა სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ მე-11 ნომრის წარდგენის ღონისძიება
2025 წლის 5 ნოემბერს გაიმართა „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ გამოცემა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ მე-11 ნომრის წარდგენის ღონისძიება პლათფორმა ზუმის მეშვეობით.
ღონისძიება გაიმართა „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და მისი გამოცემა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ორგანიზებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეცნიერო წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები და მკვლევარები.
შეხვედრაზე წარდგენილ იქნა ჟურნალის მე-11 ნომრის სტატიები:
ნინო ქიტოშვილი, ქეთევან კუხიანიძე, ქარის ს. ციგოუ
გია ბახტაძე
ლაზერები და მათი გამოყენება მოდელირების დროს სასამართლო ბალისტიკაში
გურამ ღვინჯილია
კიბერშეტევების შერაცხვის ახალი მტკიცებულებითი სტანდარტების საჭიროება საერთაშორისო სამართალში
თენგიზ ვერულავა
თამბაქოს კონტროლის სამართლებრივი დინამიკა: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს გამოწვევები
სოფიო დემეტრაშვილი, ვახტანგ ჟვანია
საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური სტატუსი და წარმომადგენლობა საგარეო ურთიერთობებში
ვახტანგ მურადაშვილი
ოჯახში ძალადობის ანატომია: თეორიული პარადიგმები, ფორმები, სუბიექტები და ლატენტურობის პრობლემა
სოფიო ორმოცაძე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა იმპლემენტირება კანონშემოქმედებით პროცესში
ლია ნახუცრიშვილი
ICC-ის იურისდიქციის ფარგლები პოლიტიკურ–სამართლებრივი ექსტრადიციის განხორციელებისას
წარდგენის ღონისძიების ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

