საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის განსხვავებული და თანმხვედრი აზრის გავლენა გადაწყვეტილებათა შედეგებზე

აბსტრაქტი :

განსხვავებული და თანმხვედრი აზრების კონცეფცია დემოკრატიული მექანიზმია, რომელიც კონსტიტუციური მართლმსაჯულების პროცესში ასახავს უმცირესობათა იდეებს. სწორედ მისი წყალობით ხდება შესაძლებელი სადავო საკითხის მრავალფეროვანი შეფასება და სამომავლო პერსპექტივაში განსხვავებული მოწესრიგების ალბათობის შექმნა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილი შედეგების საბოლოობასა და შეუცვლელობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაშრომში განხილულია განსხვავებული და თანმხვედრი აზრების დოქტრინის დადებითი და უარყოფითი მხარეები, მეცნიერული ხედვები და  საკანონმდებლო რეგულაციები, რათა შეფასდეს, გააჩნიათ თუ არა საქართველოს  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს საკმარისი გარანტიები ინდივიდუალური მოსაზრებების ჩამოყალიბებისათვის. ნაშრომი ორიენტირებულია წარმოაჩინოს განსხვავებული და თანმხვედრი აზრების მნიშვნელობა და გამოწვევები, რომელებიც პრაქტიკაში წარმოიშობა.

საბოლოოდ კი, სტატიაში დასკვნების სახით ჩამოყალიბებულია, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია ამ მოსაზრებებს კონსტიტუციური დებულებების სამომავლო განმარტებებზე, საკანონმდებლო რეფორმებსა და საზოგადოებრივ დისკურსზე.  პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა მიერ ამ შესაძლებლობის რეალიზების გავლენა გადაწყვეტილების შედეგებზე, სასამართლოს საქმიანობასა და მოსამართლეთა თანამშრომლობაზე.

 

 

 

 

საკვანძო სიტყვები :

კონსტიტუციური მართლმსაჯულება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, სასამართლო პრეცედენტები

სრული PDF:

PDF