რეგრესის უფლება საბანკო გარანტიის ურთიერთობებში (URDG 758-ისა და საქართველოს სამოქალაქო სამართლის დოქტრინული ანალიზი)
აბსტრაქტი :
სტატიაში გამოკვლეულია რეგრესის უფლება საბანკო გარანტიის ურთიერთობებში საქართველოს სამოქალაქო სამართლისა და URDG 758-ის ურთიერთმიმართების საფუძველზე. ნაშრომის მთავარი თეზისია, რომ რეგრესი, მიუხედავად მისი კანონის მიერ აღიარებისა, ვერ განიხილება სრულად თვითკმარ მექანიზმად, თუ იგი არ არის გამყარებული პრინციპალსა და გარანტს შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით. კვლევა აანალიზებს გარანტიის ავტონომიას, მოთხოვნის დოკუმენტურ ბუნებას, გარანტის მიერ გადახდის სამართლებრივ შედეგებსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა სისტემას. ნაშრომი გვიჩვენებს, რომ URDG 758 რეგრესის საკითხს პირდაპირ არ არეგულირებს, თუმცა მისი ავტონომიური და დოკუმენტური ლოგიკა უნდა იქნეს გამოყენებული ეროვნული სამართლის განმარტებისას. დასკვნის სახით დასაბუთებულია ანაზღაურების შესახებ წერილობითი შეთანხმების აუცილებლობა.
კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საბანკო პრაქტიკაში წარმოშობილ რისკებს, რომლებიც დაკავშირებულია გარანტის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების პროცესთან. გაანალიზებულია ის გარემოებები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვრული სახელშეკრულებო მექანიზმები რეგრესის უფლების ეფექტიანი განხორციელებისა და მხარეთა ინტერესების დაცვისათვის.
საკვანძო სიტყვები :
ანაზღაურება, ავტონომია, მოთხოვნა, პრინციპალი, გარანტი, ბენეფიციარი

