ქონების გადასახადის მოქმედი მოდელი და ინდივიდუალური დაბეგვრის დანერგვის სამართლებრივი საფუძვლები

აბსტრაქტი :

ნაშრომი სწავლობს ქონების გადასახადის სისტემის რეფორმის აუცილებლობას საქართველოში. კვლევა აჩვენებს, რომ არსებული 40 000 ლარის შემოსავლის ზღვარი და ოჯახის საერთო შემოსავალზე დაფუძნებული დაბეგვრის მოდელი ვეღარ ასახავს მოსახლეობის რეალურ ეკონომიკურ მდგომარეობას და ეწინააღმდეგება სამართლებრივი განსაზღვრულობის, თანასწორობისა და პროპორციულობის პრინციპებს.
ანალიზი ხაზს უსვამს 2010 წლის შემდეგ მომხდარ ეკონომიკურ ცვლილებებს — ეროვნული ვალუტის გაუფასურება, ინფლაცია, საარსებო მინიმუმისა და საშუალო ხელფასის ნომინალური ზრდა — რამაც საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიაში მოაქცია. ასევე გამოვლინდა ოჯახზე დაფუძნებული დაბეგვრის სამართლებრივი ბუნდოვანებები და უთანასწორო საგადასახადო ტვირთი.
ნაშრომი სთავაზობს ორი ძირითადი მიმართულების რეფორმას:
ქონების გადასახადისგან გათავისუფლების შემოსავლის ზღვრის 40 000 ლარიდან 65 000 ლარამდე გაზრდა;
ოჯახის საერთო შემოსავლის ნაცვლად ინდივიდუალური დაბეგვრის პრინციპზე გადასვლა.
გარდა ამისა, ხაზგასმითაა საჭირო 5-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადისგან გათავისუფლების დროითი შეზღუდვის მოხსნა, როგორც თანასწორობისა და საკუთრების უფლების კონსტიტუციური დაცვის პრინციპის უზრუნველყოფის აუცილებელი ნაბიჯი. შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში ქონების გადასახადი ეფუძნება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასა და საბაზრო ღირებულებას, ხოლო ოჯახის საერთო შემოსავალზე მიბმული სისტემა პრაქტიკულად აღარ გამოიყენება.
წარმოჩენილი ცვლილებები, მიუხედავად მოკლევადიანი გავლენისა, ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსავალზე გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს საგადასახადო სამართლიანობას, შეამცირებს დისკრიმინაციულ პრაქტიკას და გაზრდის მოქალაქეთა ნდობას საგადასახადო სისტემის მიმართ.

საკვანძო სიტყვები :

ქონების გადასახადი, ინდივიდუალური დაბეგვრა, ოჯახის შემოსავალი, სამართლებრივი განსაზღვრულობა, საგადასახადო სამართლიანობა

სრული PDF:

PDF