სამართლებრივი და ეთიკური რეგულაცია პოლიტიკური თემების გაშუქების კონტექსტში
აბსტრაქტი :
ეს ნაშრომი წარმოადგენს პოლიტიკის გაშუქებისას ჟურნალისტის საქმიანობის საზღვრებს: კანონებს, ქცევის კოდექსებს, კრიტიკას და სამართლიან კომენტარს. იკვლევს პროფესიული იდეოლოგიის დღევანდელ მედია მოდერნიზაციასთან ადაპტაციის ბუნებას. იმ ეთიკურ ნორმებს განიხილავს, რომლებიც როგორც მეინსტრიმ, ასევე არამეინსტრიმ მედიაში წარმოიქმნება, დაწყებული გაზეთებიდან, მაუწყებლობიდან, სოციალური არხების მომხმარებლებითა და ბლოგერებით დამთავრებული. კვლევა ხელახლა განსაზღვრავს ჟურნალისტური სიმართლის ძიების, ობიექტურობისა და ზიანის მინიმიზაციის ტრადიციულ კონცეფციებს გლობალურ მედია პლატფორმების სტრუქტურებში. სტატია ახალი მეინსტრიმული მედიაეთიკის კონტურებს აღწერს. ნაშრომი სვამს პრობლემას კოსმოპოლიტურ პრინციპებზე დაფუძნებული გლობალური მედია ეთიკისთვის. პოლიტიკური ლიდერების მიერ ახალი „შერეული მედიის“ სრულად მართვის შესაძლებლობიდან გამომდინარე, ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის მიერ ნორმებისა და ეთიკური სტანდარტების დაცვა შემცირდა. დიდი ხანია ნორმები, ეთიკა, ტრადიციები მხოლოდ საზოგადოებრივი ქცევის სტანდარტების შესანარჩუნებლად გამოიყენება. სტატიაში გამოყენებული კვლევის მეთოდები ამტკიცებენ, რომ არსებული მდგომარეობა ნაწილობრივ გამოწვეულია იმითაც, რომ სოციალური სტიგმა ვეღარ ასრულებს სახელმწიფო მოხელეთა ქცევის შემაკავებელი მექანიზმის ფუნქციას. ეს სტატია იმ იდეის გადამუშავებისა და დახვეწის შედეგია, რომლებიც თვადაპირველად პოლიტიკის კორექტულად გაშუქებაში მოიხაზა. აქედან გამომდინარე, კვლევის შედეგებმა სამი ასეთი მექანიზმი აჩვენა: 1. ჟურნალისტის პროფესიული როლის ხელახლა გააზრება, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის დამცველისა; 2. ეთიკის კოდექსების ზეწოლის როლი ჟურნალისტების ქცევის სათანადო სტანდარტების დამკვიდრებაში. 3. ახალ „შერეული მედიის“ სივრცეში სახელმწიფო მოხელეთა ქცევის სამართლებრივი და ფორმალური რეგულაციების გაძლიერება.
საკვანძო სიტყვები :
პოლიტიკური ჟურნალისტი; მოხელეთა ქცევა, ჟურნალისტის ქცევა, ეთიკის ზეწოლა, ჟურნალისტის ინსტრუმენტალიზაცია, ჟურნალისტური პლათფორმიზაცია

