ციფრული ფულის საერთაშორისო ტრანზაქციებში იურისდიქციული კოლიზიების გადაწყვეტის სამართლებრივი მექანიზმები

აბსტრაქტი :

სტატიაში გაანალიზებულია ციფრული ფულისა და კრიპტოაქტივების გამოყენებისას წარმოშობილი ტრანსსასაზღვრო სამართლებრივი გამოწვევები და მათი გადაწყვეტის შესაძლო მექანიზმები. ნაშრომის ძირითადი თეზისია, რომ საერთაშორისო კერძო სამართლის კლასიკური ინსტრუმენტები კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელობას, თუმცა, არასაკმარისია იმ შემთხვევებში, როდესაც ტრანზაქცია ხორციელდება დეცენტრალიზებული რეესტრის, სმარტ (ჭკვიანი) კონტრაქტის ან ვირტუალური აქტივების მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით. კვლევის ფარგლებში განხილულია ციფრული ფულის ერთიანი სამართლებრივი სტანდარტის არარსებობა, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტრანზაქციების ტრანსსასაზღვრო ბუნება, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) მექანიზმების არათანაბარი იმპლემენტაცია, კიბერუსაფრთხოების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხები, ასევე ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტებისა და სტეიბლკოინების რეგულაციური პრობლემატიკა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული სამართლისთვის რელევანტურ გამოწვევებს, მათ შორის, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობას, ფინანსური რეგულირების, მონაცემთა დაცვისა და ფულის გათეთრების პრევენციის მექანიზმების კოორდინაციას. სტატიის ძირითადი დასკვნაა, რომ ციფრული ფულის სფეროში სამართლებრივი კოლიზიების გადაწყვეტა არ შემოიფარგლება მხოლოდ გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრით. იგი საჭიროებს სამართლებრივი კლასიფიკაციის, ზედამხედველობის, მონაცემთა დაცვის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნებისა და ფინანსური სტაბილურობის ურთიერთდაკავშირებულ შეფასებას. შესაბამისად, ეფექტიანი მოწესრიგება უნდა დაეფუძნოს ჰარმონიზებულ, რისკებზე დაფუძნებულ და ტექნოლოგიურად შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოს.

საკვანძო სიტყვები :

ბლოკჩეინი, მარეგულირებელი ჰარმონიზაცია, სტეიბლკოინი, კიბერუსაფრთხოება, ტრანსსასაზღვრო გადახდები, დეცენტრალიზებული პასუხისმგებლობა

სრული PDF:

PDF