შესავალი
ჟურნალის სარედაქციო კოლეგია, რედაქციის თანამშრომლები და ა(ა)იპ „სამართლის მეცნიერთა კავშირი“, როგორც ჟურნალი „სამართლის მაცნეს” გამომცემელი, აცნობიერებენ რა სარედაქციო პოლიტიკის და სამეცნიერო სტატიების პუბლიკაციის ეთიკის დაცვის უდიდეს მნიშვნელობას, მას აღიარებენ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
სტატიების პუბლიკაციის ეთიკას აუცილებელია, რომ ეთანხმებოდეს სტატიის განხილვისა და გამოქვეყნების პროცესში ჩართული ყველა პირი: ავტორი, ჟურნალის მთავარი რედაქტორი, რედაქტორები, სარედაქციო კოლეგიის წევრები, რედაქციის ტექნიკური პერსონალი, რეცენზენტები და გამომცემელი.
ჟურნალის სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია.
ეთიკური სტანდარტები ავტორებისთვის
ავტორები ვალდებულია არიან დაიცვან ეთიკის სტანდარტები.
ავტორები პატივს უნდა სცემდნენ სხვა პირთა პერსონალურ მონაცემებს.
ავტორები პასუხისმგებელნი არიან, რომ მათ მიერ რედაქციაში წარმოდგენილ იქნას სრულიად ორიგინალური სტატია.
წარმოდგენილი სტატია არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან გაგზავნილი მსოფლიოს არცერთ გამოცემაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტატია აღარ გამოქვეყნდება.
გამოქვეყნებული სტატიის სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. მისი პოზიცია შეიძლება არ ემთხვეოდეს სარედაქციო კოლეგიის შეხედულებებს.
აუცილებელია ავტორის მიერ სტატიის გადმოცემის აკადემიური სტილის დაცვა, ციტირების ობიექტურობა, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში მიღებული და დამკვიდრებული მეცნიერული სტილის წარმოჩენა.
სხვა ავტორების ნაშრომების გამოყენებისას ან/და ციტირების შემთხვევაში, საჭიროა ბიბლიოგრაფიული ცნობები და მათზე მითითება.
ავტორი ვალდებულია სტატიაში შეცდომის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს რედაქციას, რათა შესწორდეს შესაბამისი შეცდომა ან უზუსტობა.
ნაშრომში, შესაძლებელია, ავტორმა გააკრიტიკოს სხვა მეცნიერის ნაშრომები, თუმცა, დაუშვებელია პიროვნული კრიტიკა.
ავტორის მიერ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატია არ შეიძლება იყოს დისკრიმინაციული ხასითის.
დაუშვებელია სტატიაში ავტორმა გამოიყენოს აშკარა სიძულვილის ენა, ეთნიკური და რელიგიური შუღლის მაპროვოცირებელი, ასევე, უცენზურო და შეურაცხმყოფელი ფრაზები.
ჟურნალის გამოქვეყნებამდე, ავტორის მიერ საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში, ავტორი ვალდებულია დროულად აცნობოს მისი ახალი საკონტაქტო ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი შეტყობინება გაიგზავნება თავდაპირველ ელექტრონულ მისამართზე ან მის საკონტაქტო ტელეფონზე და ჩაითვლება ჩაბარებულად.
ავტორი პასუხისმგებელია სტატიის თანაავტორების შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის სისწორეზე.
ეთიკური სტანდარტები რედაქციისთვის
ჟურნალის რედაქცია იცავს შემოსულ და გამოქვეყნებულ მასალებზე მატერიალურ, თუ არამატერიალურ საავტორო უფლებებს.
რედაქცია ვალდებულია შემოსული სტატია განიხილოს გონივრულ ვადაში.
რედაქციამ პატივი უნდა სცეს ავტორის ინტელექტუალურ დამოუკიდებლობას.
რედაქცია არ მიიღებს და არ განიხილავს სტატიას, რომელიც არ იქნება წარმოდგენილი სტატიების გაფორმების წესის დაცვით და რომელიც არ შეესაბამება სტატიების პუბლიკაციის ეთიკის სტანდარტებს.
საბოლოო გადაწყვეტილებას სტატიის გამოსაქვეყნებლად მიღების ან არ მიღების, ასევე, გამოქვეყნება ან არ გამოქვეყნების თაობაზე იღებს ჟურნალის რედაქცია.
თუ ავტორი მოითხოვს რედაქციისაგან მისი სტატია არ გაუგზავნოს რომელიმე შესაძლო კონკრეტულ რეცენზენტს, შეფასებისთვის და კონსულტაციის მისაღებად, მიუხედავად ამისა, რედაქტორს შეუძლია მიმართოს რეცენზიისა და კონსტულტაციისათვის ავტორის მიერ მითითებული რეცენზენტებიდან ერთს ან რამდენიმეს, თუ მიიჩნევს, რომ მითითებული რეცენზენტის შეფასება მნიშვნელოვანია ნაშრომის შეფასებისათვის. ასეთი შემთხვევა იქნება, მაშინ, როდესაც სარეცენზიო სტატია აშკარა შეუსაბამობაშია რეცენზენტის გამოქვეყნებულ ნაშრომთან.
იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ სტატიას რედაქციაში გამოსაქვეყნებლად აგზავნის ჟურნალის მთავარი რედაქტორი, რედაქტორები, რედაქციის სხვა თანამშრომელი ან სარედაქციო კოლეგიის წევრი, მაშინ ის ვერ მიიღებს მონაწილეობას ამ სტატიის განხილვაში, რეცენზენტების შერჩევაში და მათთან ურთიერთობაში. მის ნაცვლად ამ პროცესში მონაწილეობენ რედაქციის სხვა უფლებამოსილი პირები. ყველა ზემოთჩამოთვლილ პირთა სტატიების რეცენზირებისას მკაცრად დაცულია ორმხრივი ფარული რეცენზირების წესი. დაუშვებელია ამ პირების წვდომა მათ სტატიებზე გაკეთებულ რეცენზიებზე.
დაწუნებული სტატია ავტორს არ დაუბრუნდება.
რეცენზენტის ეთიკური სტანდარტები
რეცენზიები უნდა იყოს ობიექტური. შეუსაბამოა ავტორის პირადი კრიტიკა.
ნებისმიერი შერჩეული რეცენზენტი, რომელიც თავს არაკომპეტენტურად ჩათვლის სტატიის გადახედვისას, ან ვინც თვლის, რომ სტატიის დროული შეფასება შეუძლებელი იქნება, დროულად უნდა აცნობოს რედაქციას და უარი თქვას შეფასებაზე.
კონფიდენციალურობა
გამოსაქვეყნებლად მიღებული ნებისმიერი სტატია უნდა იქნეს განხილული, როგორც კონფიდენციალური დოკუმენტი.
რედაქციას, სარედაქციო კოლეგიას და გამოქვეყნების პროცესში მონაწილე ნებისმიერ პირს არ აქვს უფლება, წარუდგინოს მესამე პირს ინფორმაცია წარდგენილი სტატიების შესახებ.
გამოსაქვეყნებლად მიღებული მასალები არ უნდა იყოს ნაჩვენები ან განხილული სხვა პირებთან, რედაქტორების, სარედაქციო კოლეგიის, რეცენზენტების, გამომცემლის, პოტენციური რეცენზენტების და მთავარი რედაქტორის მიერ უფლებამოსილი პირების გარდა.
დაუშვებელია განხილვის პროცესში მიღებული სტატიების გამოყენება პირადი ინტერესებისთვის.
პლაგიატი
პლაგიატის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში, ნაშრომი არ გამოქვეყნდება.
რედაქციისთვის გამოსაქვეყნებლად წარდგენილი სტატია მოწმდება პლაგიატის გამოსავლენად არსებული სისტემის საშუალებით.
სტატიის ხელმისაწვდომობა
გამოქვეყნების შემთხვევაში, სტატია ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მკითხველისთვის და ამის თაობაზე ავტორთან რაიმე დამატებითი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო.