ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ DOI -ის კოდი მიენიჭა
ჟურნალი „სამართლის მაცნე“ DOI -ის (Digital Object Identifier) უნიკალური კოდი მიენიჭა.
DOI – ს კოდი ექნება ასევე „სამართლის მაცნე“-ში გამოქვეყნებულ ყველა ნომერს და სტატიას, მათ შორის ყველა წინა გამოცემებს.
DOI არის ინტერნეტის გლობალურ ქსელში განთავსებული ობიექტის (დოკუმენტის) უნიკალური კოდი.
მინიჭებული კოდი არსებითად გაამარტივებს ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების ძებნას და გამოყენებას ინტერნეტში.
მნიშვნელოვანია, რომ DOI -ს კოდი იძლევა სტატიის შენახვის გარანტიას.
DOI – ს მინიჭება დადებით გავლენას ახდენს როგორც ჟურნალის, ისე ავტორების რეპუტაციაზე, ვინაიდან იდენთიფიკატორის მეშვეობით სტატიები შეიძლება აისახოს მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ბიბლიოგრაფიულ კატალოგებში. ამასთან სტატიების გამარტივებული იდენთიფიკაცია ზრდის მათი ციტირების საშუალებას, ხელს შეუწყობს სამართლის დარგში მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების წარმოჩენას, ქვეყნის და საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობას, აღნიშნული კვლევების საერთაშორისო ინტეგრაციას.