ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიას ცნობილი ამერიკელი მეცნიერი შემოუერთდა!
ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიას ცნობილი ამერიკელი მეცნიერი ბატონი ვინსენტ რ.ჯონსონი შემოუერთდა.
ბატონი ვინსენტ რ.ჯონსონი გახლავთ ტეხასის შტატის სენტ მერის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დამსახურებული პროფესორი, ამერიკის ინსტიტუტის წევრი, ასევე დისციპლინალური წესების და რეფერენდუმების კომიტეტის წევრი (დანიშნულია უმაღლესი სასამართლოს მიერ) და ამერიკის იურიდიულ სასწავლებლების პროფესიული პასუხისმგებლობის ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.
ბატონი ვინსენტ რ.ჯონსონი 2016 წლიდან არის სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი.
მისი ნაშრომები ციტირებულია 210 – ზე მეტ საკანომდებლო მიმოხილვაში, 65 ფედერალურ და სახელმწიფო სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ასევე სხვადასხვა ტრაქტატებში. მისი წიგნების სწავლა სავალდებულოა 40 -ზე მეტ ამერიკულ სამართლის სკოლაში.
ვულოცავთ ბატონ ვინსენტ რ. ჯონსონს „სამართლის მაცნეს“ სარედაქციო კოლეგიის წევრობას. დარწმუნებული ვართ, რომ ბატონი ვინსენტ რ. ჯონსონის თანამშრომლობა ჟურნალის სარედაქციო კოლეგიისათვის დიდი შენაძენი იქნება.