ჟურნალი „სამართლის მაცნემ“ ახალი ინდექსი და იმპაქტ-ფაქტორი მიიღო
ჟურნალი „სამართლის მაცნემ“ ახალი ინდექსი და იმპაქტ-ფაქტორი მიიღო.
„სამართლის მაცნეს“ ინდექსს და იმპაქტ – ფაქტორს საერთაშორისო სამეცნიერო გლობალური ბაზა “The General Impact Factor (GIF) -იც გამოითვლის.
“The General Impact Factor (GIF) -ი მკვლევარებს სთავაზობს აკადემიური ბაზის სერვისებს, კერძოდ, ციტირების ინდექსირებას, ანალიზს და ციტირების მონაცემთა ბაზების შენარჩუნებას.
ბაზა მოიცავს ათასობით აკადემიურ ჟურნალს, წიგნს, შრომას და ნებისმიერ დამტკიცებულ დოკუმენტს. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია UDOI-ის Web of Journal Knowledge მონაცემთა ბაზის სერვისით. ეს მონაცემთა ბაზა საშუალებას აძლევს მკვლევარს დაადგინოს რომელი სტატიები იქნა ციტირებული ყველაზე ხშირად, ვინ მოიხსენია ისინი და გაარკვიოს ზოგადი ზემოქმედების ფაქტორი (GIF). UDOI ასევე აქვეყნებს ყოველწლიურ ჟურნალის საცნობარო ანგარიშს, რომელშიც ჩამოთვლილია ჟურნალის გავლენის ფაქტორი თითოეული ჟურნალისთვის, რომელსაც ადევნებს თვალს.