გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე „საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში” (გერმანული მოდელის მაგალითზე)
2021 წლის 19 თებერვალს, „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე „საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში” (გერმანული მოდელის მაგალითზე).
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამართლის დარგის მეცნიერები, მკვლევარები, მოსამართლეები და ნოტარიუსები.
შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგნენ:
- პროფესორი კარსტენ შეფერი (გერმანია)
მოხსენების თემა – საზოგადოებათა სამართლის გერმანული მოდელი.
- ასოც. პროფესორი როინ მიგრიაული (საქართველო)
მოხსენების თემა – საზოგადოებათა სამართლის ქართული მოდელი და საზოგადოებათა სამართლის შემოღების აუცილებლობა.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
პროფესორი კარსტენ შეფერი 2002 წლიდან დღემდე გახლავთ მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტის სამოქალაქო, სავაჭრო და საზოგადოებათა სამართლის კათედრის გამგე. ის გახლავთ მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბატონი კარსტენი არის ავტორი წიგნისა „საზოგადოებათა სამართალი“. 2018 წელს გამოიცა წიგნის მე-5 გადამუშავებული გამოცემა, რომელიც 2019 წელს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართულ ენაზე თარგმნა პროფესორმა როინ მიგრიაულმა.
ბატონი როინ მიგრიაული გახლავთ სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პარტნიორი. ის არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.
ღონისძიება გაიმართება საპილოტე პროექტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.
დისკუსიის სრული ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: