არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში

აბსტრაქტი :

საქართველოში ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღებამ, რომელიც აგებულია ბავშვის უფლებათა კონვენციასა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპზე, განაპირობა არასრულწლოვანთა სრულფასოვან სუბიექტად აღიარება სამართლებრივ ურთიერთობებში, ასევე დაადგინა მექანიზმები, რომლებიც წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე აგებული სასამართლო გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

ბავშვთა უფლებების რადიკალური ზრდის პარალელურად, სამოქალაქო სამართალწარმოების პროცესში იკვეთება რიგი პრობლემური საკითხები, რომლებიც განპირობებულია პრაქტიკული გამოცდილების არქონითა და საკანონმდებლო ხარვეზების არსებობით. არასრულწლოვნის ჯანსაღ გარემოში აღზრდა და მისი სათანადო მატერიალური პირობებით უზრუნველყოფა, მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისა და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებისათვის. აღნიშნული უფლების რეალიზება კი დამოკიდებულია სამართალწარმოების პროცესზე, რომელიც აგებული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმებზე.

ნაშრომში განხილული იქნება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვის ძირითადი მახასიათებლები და კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა დაეყრდნოს სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე წარმოდგენილი იქნება არასრულწლოვანთა საქმეებზე ეროვნული და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, შემოთავაზებული იქნება არსებული პრობლემის გადაჭრის გზები და რეკომენდაციები.

 

საკვანძო სიტყვები :

ბავშვი, სასამართლო, წარმომადგენლობა, გადაწყვეტილება

სრული PDF:

PDF