გადახდისუუნარობის რეჟიმის გავლენა მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობებზე

აბსტრაქტი :

წინამდებარე სტატია განიხილავს გადახდისუუნარობის პროცეში მმართველის უფლებამოსილებას ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, სადაც განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული საქართველოს საკანონდებლოს ჩარჩოზე და გვთავაზობს მის შედარებით-სამართლებრივ ანალიზს საერთაშორისო პრაქტიკასთან. სტატია გამოყოფს მმართველის განსაკუთრებულ როლს ხელშეკრულების ბედის განსაზღვრასა და გადახდისუუნარო მოვალის ქონების შენარჩუნების, კრედიტორების, მოვალისა და სხვა დაინტერესებული პირების ინტერესების დაცვის პროცესში. განხილული ძირითადი საკითხები მოიცავს მმართველის უფლებამოსილების ფარგლებს ხელშეკრულების შეწყეტის უფლების განხორციელებისას, ipso facto დებულებების გამოყენების შესაძლებლობას და მის შედეგებს, ასევე  შრომითი ხელშეკრულებების მიმართებას გადახდისუუნარობის კანონმდებლობის მიმართ.

ანალიზი გამოკვეთს ისეთ მნიშვნელოვან ხარვეზებს საქართველოს კანონში “რეაბილიტაციისა და კრედიტორების კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ,” როგორიცაა ხელშეკრულებების შეწყვეტის პროცესის მკაფიო წესების და ასეთი ქმედებებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების სახელმძღვანელო მითითებების არარსებობა. აშშ-ის, გერმანიისა და ესპანეთის პრაქტიკაზე დაყრდნობით, კვლევა ხაზს უსვამს დეტალური რეგულაციების მნიშვნელობას პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესების, პროგნოზირებადობის უზრუნველყოფისა და სამართლიანი შედეგების მიღწევის მიზნით. გარდა ამისა, ის განიხილავს დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურების მოთხოვნების დაცვას გადახდისუუნარობის პროცესში და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საქართველოს კანონმდებლობის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საერთაშორისო შრომის სტანდარტებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.

სტატიაში მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია საქართველოს გადახდისუუნარობის კანონმდებლობის დახვეწისკენ, რომელიც გულისხმობს ხელშეკრულების შეწყვეტის მკაფიო დებულებების გათვალისწინებას, დავების გადაჭრის მექანიზმების შექმნას და თანამშრომლების, მოვალის, კრედიტორებისა და სხვა მხარეთა ინტერესებისადმი დაბალანსებულ მიდგომას. შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს გადახდისუუნარობის პროცესის ეფექტიანობისა და სამართლიანობის გაუმჯობესებას, ეროვნული კანონმდებლობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან ჰარმონიზაციას.

 

საკვანძო სიტყვები :

გაკოტრება, მოვალე, კრედიტორი, მმართველი, ხელშეკრულების შეწყვეტა

სრული PDF:

PDF